₾135.5 მილიონის მიუღებელი შემოსავალი - "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სუბსიდირების ეფექტი
2025 წლის ფისკალური რისკების ანალიზის მიხედვით, "ნავთობისა და გაზის კორპორაციას" სოციალური გაზის მიწოდებით მიუღებელი შემოსავალი 135.5 მილიონ ლარამდე გაეზარდა. დოკუმენტის თანახმად, კორპორაციას ჯერ არ დაუფარავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული 230 მილიონი ლარის სესხი, რომლის დარჩენილი ძირი 110 მილიონ ლარს შეადგენს და სრული დაფარვა 2027 წლის ბოლოს იგეგმება.

2025 წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციას მიუღებელი შემოსავალი მკვეთრად გაეზარდა. 2027 წლის ბიუჯეტის თანამდევ “ფისკალური რისკების ანალიზშია” ნათქვამია. ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2025 წელს სოციალური გაზის მიწოდებით 135.5 მლნ ვერ მიიღო. წლიურად კვაზი ფისკალური აქტივობა 42 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
დოკუმენტში წერია, რომ წლის განმავლობაში სოციალურ სექტორში რეალიზებულ იქნა 2.4 მლრდ კუბ. მეტრი გაზის მოცულობა, ხოლო კომერციულ სექტორში 841.5 მლნ კუბ. მეტრი.
“ჯგუფის 2025 წლის წმინდა მოგება შეადგენს 102 მილიონ ლარს, რომ არა სოციალური სექტორისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა, ეს უკანასკნელი 237 მილიონი ლარის ოდენობა იქნებოდა”, - აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" ჯერ ისევ არ დაუფარავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დახმარების სახით მიღებული 230 მლნ ლარის სესხი. ეს სესხი 2003 წლის 30 ოქტომბერს კორპორაციასა და კომპანია „South Caucasus Pipeline Option Gas Company“- ს შორის გაფორმებული ოფციური გაზის კონტრაქტის შესაბამისად ოფციური გაზის გაზრდილი მოცულობების საავანსო წესით შესყიდვისა და კომპანიის ფინანსური სტაბილურობის გამო გაიცა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობიტ, ამ მომენტისთვის დარჩენილი სესხის ძირი შეადგენს 110 მილიონ ლარს და მისი სრულად დაფარვა დაგეგმილია 2027 წლის ბოლოს. 2025 წელს კომპანიამ გადაიხადა საპროცენტო სარგებელი 47.7 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ ამ სესხის დაფარვა თავდაპირველი გეგმით დაგეგმილი იყო 2 ეტაპად 2023-2024 წლებში.
ციტატები სტატიიდან
„ჯგუფის 2025 წლის წმინდა მოგება შეადგენს 102 მილიონ ლარს, რომ არა სოციალური სექტორისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა, ეს უკანასკნელი 237 მილიონი ლარის ოდენობა იქნებოდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.