ვფიქრობ რუსეთ-უკრაინის საკითხზე დიდ პროგრესს მივაღწევთ. ძალიან მალე დაინიშნება შეხვედრა და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს - დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის საკითხზე დიდი პროგრესია და ძალიან მალე შეხვედრა დაინიშნება. პარალელურად, აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მომლაპარაკებლების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება.
ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის მომლაპარაკებლების სამმხრივი შეხვედრა აბუ-დაბიში უახლოეს მომავალში გაიმართება. მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
დიალოგის მიზანი, აშშ-ის შუამავლობით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის პოზიციის გაცნობა იყო.
პარალელურად, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა დაუანონსა. განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"ვფიქრობ რუსეთ-უკრაინის საკითხზე დიდ პროგრესს მივაღწევთ. ძალიან მალე დაინიშნება შეხვედრა და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. ვფიქრობ, დიდი პროგრესს მივაღწიეთ", - აღნიშნა ტრამპმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიატრამპი: პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა „ძალიან მალე“ დაიგეგმება
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მალე მოეწყობა
ტრამპი: „ძალიან მალე" შეხვედრა იქნება პუტინსა და ზელენსკისთან
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მალე მოეწყობა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…