ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ ნოემბერში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი სამუშაო შეხვედრის გამართვაზე, თუმცა მისი ჩატარება რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი ინფორმაციით, ტრამპის წარმომადგენლებთან სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდა, რომელშიც უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფების დონეზე მიიღებენ მონაწილეობას.
ზელენსკის ცნობით, შეხვედრა ნოემბერში იგეგმება.
ზელენსკის თქმით, ოქტომბერშიც ელოდნენ სამმხრივი შეხვედრის გამართვას, მაგრამ ის არ შედგა, რადგან რუსებმა შეხვედრაზე უარი თქვეს.
"ჩემმა გუნდმა და მე ვისაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. განვიხილეთ ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრების შედეგები და ის, თუ როგორ შეგვიძლია ნოემბერში დიპლომატიური პროცესის წინ წაწევა.
შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე, რომელშიც უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფების დონეზე მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრის გამართვა ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმება. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დღეს შევხვდეთ - ხვალაც კი. თუმცა, ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. ოქტომბერშიც ველოდით სამმხრივი შეხვედრის გამართვას, მაგრამ ის არ შედგა, რადგან რუსებმა შეხვედრაზე უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი მოიგონეს.
ახლა ყველამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს შეხვედრები მართლაც გაიმართოს - ამერიკასთან, ევროპასა და ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად. შესაძლებელია თუ არა ამ შეხვედრების გამართვა ამერიკის მონაწილეობის ან რუსეთზე ამერიკული ზეწოლის გარეშე? ალბათ, არა. სწორედ ამიტომ, დიდ იმედს ვამყარებთ ამერიკაზე და ველით, რომ ის ამ საკითხს ყველა დონეზე პრიორიტეტად დატოვებს.
ამასთან, ტექნიკური დონის სამმხრივი მოლაპარაკებებიდან ლიდერების შეხვედრაზე უნდა გადავიდეთ, რადგან ძირითადი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ უმაღლეს დონეზეა შესაძლებელი", - თქვა ზელენსკიმ ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.
ციტატები სტატიიდან
„ჩემმა გუნდმა და მე ვისაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. განვიხილეთ ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრების შედეგები და ის, თუ როგორ შეგვიძლია ნოემბერში დიპლომატიური პროცესის წინ წაწევა. შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე, რომელშიც უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფების დონეზე მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრის გამართვა ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმება. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დღეს შევხვდეთ - ხვალაც კი. თუმცა, ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. ოქტომბერშიც ველოდით სამმხრივი შეხვედრის გამართვას, მაგრამ ის არ შედგა, რადგან რუსებმა შეხვედრაზე უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი მოიგონეს. ახლა ყველამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს შეხვედრები მართლაც გაიმართოს - ამერიკასთან, ევროპასა და ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად. შესაძლებელია თუ არა ამ შეხვედრების გამართვა ამერიკის მონაწილეობის ან რუსეთზე ამერიკული ზეწოლის გარეშე? ალბათ, არა. სწორედ ამიტომ, დიდ იმედს ვამყარებთ ამერიკაზე და ველით, რომ ის ამ საკითხს ყველა დონეზე პრიორიტეტად დატოვებს. ამასთან, ტექნიკური დონის სამმხრივი მოლაპარაკებებიდან ლიდერების შეხვედრაზე უნდა გადავიდეთ, რადგან ძირითადი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ უმაღლეს დონეზეა შესაძლებელი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…