ტრამპის წარმომადგენლები ზელენსკის შეხვდნენ
დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა დიდი გაცვლა შედგება და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპაც ჩაერთვება.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები დუბლინში 12 ნოემბერს საღამოს ჩავიდნენ მოსკოვიდან, სადაც მოლაპარაკება გამართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მანამდე, 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.
უიტკოფსა და კუშნერთან დუბლინში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის იქნება ტყვეთა დიდი გაცვლა.
მხარეებს შორის ბოლო კონტაქტების კიდევ ერთ შედეგად უკრაინის პრეზიდენტმა ის დაასახელა, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას ევროპელებიც მიიღებენ. აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ევროპელებიც იქნებიან.
კიევი ყოველთვის მოითხოვდა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვას, რასაც მოსკოვი ეწინააღმდეგებოდა.
უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების განახლების ზუსტი დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…