ბენიამინ ნეთანიაჰუ - მემარჯვენე ბლოკმა სიონისტურ საზოგადოებაში გადამწყვეტი უმრავლესობა მოიპოვა - ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი, მემარჯვენე, ეროვნული მთავრობა
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მემარჯვენე ბლოკმა გადამწყვეტი უმრავლესობა მოიპოვა და ქვეყანაში ძლიერი, ეროვნული მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს. მანვე დასძინა, რომ წარმოუდგენელია ისეთი კაბინეტის შექმნა, რომელიც ანტისიონისტურ არაბულ პარტიებზე იქნება დამოკიდებული.

მემარჯვენე ბლოკს აქვს მკაფიო და გადამწყვეტი უმრავლესობა სიონისტურ საზოგადოებაში, ებრაულ საზოგადოებაში და ყველა იმ ადამიანს შორის, ვინც მხარს უჭერს სახელმწიფოს, - The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში, პარტია „ლიკუდის“ საარჩევნო შტაბში განაცხადა.
“ველოდებით საბოლოო შედეგებს. „ლიკუდი” ისრაელის უდიდესი პარტიაა. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი, მემარჯვენე, ეროვნული მთავრობა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ წარმოუდგენელია „ისრაელის საფრთხის ქვეშ დაყენება და ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც ანტისიონისტურ არაბულ პარტიებზე იქნება დამოკიდებული - პარტიებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს არსებობას, „ჰამასს“ ქველმოქმედ ორგანიზაციად მიიჩნევენ, ხოლო ჩვენს ჯარისკაცებს - ომის დამნაშავეებად“.
ციტატები სტატიიდან
„ისრაელის საფრთხის ქვეშ დაყენება და ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც ანტისიონისტურ არაბულ პარტიებზე იქნება დამოკიდებული - პარტიებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს არსებობას, „ჰამასს“ ქველმოქმედ ორგანიზაციად მიიჩნევენ, ხოლო ჩვენს ჯარისკაცებს - ომის დამნაშავეებად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…