ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია მუდმივად აპელირებს თითქოს საქართველო მსოფლიოსგან დისტანცირებულია, ფაქტები სხვას აჩვენებს - იზოლირებულ ქვეყანას გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად სწორედ მის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას არ ანდობს

ექსპერტ დავით ჩიხელიძის განცხადებით, 2027 წელს საქართველოში, კერძოდ ქუთაისში, ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება, რომელსაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს. მისი შეფასებით, ეს ფაქტი აქარწყლებს ოპოზიციის მტკიცებას საქართველოს იზოლაციის შესახებ და წარმოადგენს ქვეყნის, როგორც საიმედო პარტნიორის საერთაშორისო აღიარებას.

დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია მუდმივად აპელირებს თითქოს საქართველო მსოფლიოსგან დისტანცირებულია, ფაქტები სხვას აჩვენებს - იზოლირებულ ქვეყანას გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად სწორედ მის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას არ ანდობს
დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია მუდმივად აპელირებს თითქოს საქართველო მსოფლიოსგან დისტანცირებულია, ფაქტები სხვას აჩვენებს - იზოლირებულ ქვეყანას გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად სწორედ მის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას არ ანდობსრუსთავი 2

საქართველოში 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება, რომელსაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

მისი განმარტებით, ფორუმის საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში და იმ როლს, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ტურიზმისა და ინოვაციების მიმართულებით აქვს.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიების ჩატარების ადგილად სწორედ საქართველო და კონკრეტულად ქუთაისი შეირჩა.

ფორუმის საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში და იმ როლს, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ტურიზმისა და ინოვაციების მიმართულებით აქვს. საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი, რომლებიც არა ლოკალურ, არამედ მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობას ატარებს.

საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ოპოზიცია მუდმივად აპელირებს თითქოს საქართველო იზოლაციაში იმყოფება და მსოფლიოსგან დისტანცირებულია, ფაქტები სრულიად სხვა სურათს აჩვენებს. იზოლირებულ ქვეყანას გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად სწორედ მის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას არ ანდობს.

ეს არის არა მხოლოდ კონკრეტული ღონისძიება, არამედ მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ენდობიან, სადაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება არის შესაძლებელი და რომელსაც მსოფლიო ტურიზმისა და ინოვაციების პროცესში საკუთარი ადგილი აქვს.

საქართველო საერთაშორისო, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენების არა უბრალოდ მონაწილე და თვალყურის მადევნებელი, არამედ მასპინძელია! რაც ირიბად და პირდაპირ საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის აღიარება არის“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ჩიხელიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დავით ქართველიშვილი: „2027 წელს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ტურიზმისა და ინოვაციების პირველიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები