არჩილ გორდულაძე: კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს - კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები მათ საკონსტიტუციო სარჩელს ამყარებს და „კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა“ უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ მათი განცხადებები სულ უფრო მეტად ამყარებს სარჩელს.
გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის მიერ როინ შავაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებასა და ანა წითლიძის მიერ აფრასიძეების საქმის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ დღესაც ამართლებს ამ სახის სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს.
„ამ დღეებში სარჩელის განხილვის მიმდინარეობისას, როგორც უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, ასევე გარეთ, კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს. მაგალითად: გუშინ ნაცმოძრაობის ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძეს ბრალი დასდო ჯაშუშობაში, რაც ნაცმოძრაობის დროს ჩატარებული გამოძიებითაც კი არ დასტურდება და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ის გაესამართლებინათ, მაშინ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ როინ შავაძე მოკლეს.
დღეს ანა წითლიძე ამართლებდა აფრასიძეების ოჯახზე შვეულმფრენებით თავდასხმას და მძინარე არასრულწლოვანებისთვის ცეცხლის გახსნას. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ეს განცხადებებიც ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობა“ არათუ არ ემიჯნება სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, არამედ დღესაც კი ამართლებს. ამიტომაც კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაარჩილ გორდულაძე: "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს - კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს
არჩილ გორდულაძე – „ნაცმოძრაობა“ არათუ ემიჯნება სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, არამედ დღესაც ამართლებს, კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა აიკრძალოს
არჩილ გორდულაძე: „კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს – კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს“
ციტატები სტატიიდან
„ამ დღეებში სარჩელის განხილვის მიმდინარეობისას, როგორც უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, ასევე გარეთ, კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს. მაგალითად: გუშინ ნაცმოძრაობის ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძეს ბრალი დასდო ჯაშუშობაში, რაც ნაცმოძრაობის დროს ჩატარებული გამოძიებითაც კი არ დასტურდება და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ის გაესამართლებინათ, მაშინ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ როინ შავაძე მოკლეს. დღეს ანა წითლიძე ამართლებდა აფრასიძეების ოჯახზე შვეულმფრენებით თავდასხმას და მძინარე არასრულწლოვანებისთვის ცეცხლის გახსნას. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ეს განცხადებებიც ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობა“ არათუ არ ემიჯნება სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, არამედ დღესაც კი ამართლებს. ამიტომაც კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…