ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამხრეთ აფრიკა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საქმეზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს – უცხოური მედია

სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტმა საქართველოში ხუთი ბაობაბის ხის უკანონო ექსპორტის მცდელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების ცნობით, ხეების გატანაზე ლიცენზია გაცემული არ ყოფილა.

სამხრეთ აფრიკა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საქმეზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს – უცხოური მედია
სამხრეთ აფრიკა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საქმეზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს – უცხოური მედიაალია

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, საწყობში ხუთი დიდი ბაობაბის ხე რჩება, რომელთა საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები შესაძლო დანაშაულის ფაქტს იძიებენ.

ამის შესახებ OC Media-ს საწყობის მფლობელმა განუცხადა.

სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (DFFE) ინფორმაციით, ხეების ექსპორტისთვის მოქმედი ლიცენზია გაცემული არ ყოფილა. უწყებამ ექსპორტიორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა მის ვინაობას არ ასაჯაროებს.

ბაობაბი აფრიკაში გავრცელებული ხის სახეობაა, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობამ შესაძლოა 2 000 წელს მიაღწიოს.

ამ დროისთვის ხუთივე ხე დურბანის საწყობში რჩება, ხოლო მათი საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებული საქმის გამოძიება გრძელდება. (tv pirveli)

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურისამხრეთ აფრიკა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საქმეზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს
  2. ფორმულაოპოზიციურისამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურისამხრეთ აფრიკაში საქმე აღიძრა პირზე, რომელიც 5 ბაობაბის საქართველოში ექსპორტს გეგმავდა – OC Media
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სამხრეთ აფრიკა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საქმეზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები