,, მაინც ცოტა გასაკვირია მსგავსი თავდაჯერებული სიჩლუნგე” – დავით ზურაბიშვილი
ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობასა და სასამართლო განხილვის ღია ეთერში გადაცემას „თავდაჯერებულ სიჩლუნგეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ განაჩენი წინასწარ არის დაწერილი.

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
,,პარტიების აკრძალვა და ერთპარტიული დიქტატურა გინდათ? კატეგორიულად მოუღებელია, მაგრამ გავიგე.
გინდათ, რომ ეს გაასაღოთ, როგორც სიკეთე და ეროვნული ხელისუფლების ბრძოლა უცხოური აგენტურის წინააღმდეგ? კია სიგიჟე და იდიოტობა, მაგრამ ეგეც გავიგე.
სამართლებრივი ფორმის მიცემას რომ შეეცადეთ ამ სურვილისთვის და შესაბამისი სარჩელიც გააშანშალეთ, ასევე გავიგე და იმასაც გაგებით ვეკიდები, რომ სულ სისულელეები გიწერიათ შიგ. აბა ზემოაღნიშნულ იდიოტობას ჭკვიანურად თქვენ კი არა მსოფლიო იურისპუდენციის კლასიკოსები ვერ დაასაბუთებდნენ.
მაგრამ რა ვერ გავიგე და ის, თუ ამ სარჩელის სასამართლო განხილვას რატომ გადასცემთ ღია ეთერში, სადაც მოპასუხე მხარე, ანუ ასაკრძალი ოპოზიცია მთელი ქვეყნის დასანახად ისე გაბურთავებთ და მიწასთან გასწორებთ, რომ თქვენი მომხრეების გოდება და კბილთა ღრჭენა მესმის უკვე. არადა განაჩენი რომ წინასწარ გაქვთ დაწერილი ეგეც ხომ ვიცით ყველამ?
არა, მე კი მომწონს ეგ ამბავი და ობიექტურად კარგია. ყველამ უნდა ნახოთ რა დონე და გაქანება გაქვთ, მაგრამ მაინც ცოტა გასაკვირია მსგავსი თავდაჯერებული სიჩლუნგე. თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, რომ რაღაც სწორს და სამართლიანს აკეთებთ?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…