ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“რომ არ გაქრნენ ნაცები, მერე რა ვქნათ?” – დავით ზურაბიშვილი

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

პოლიტოლოგ დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით მათი მხარდამჭერები არსად გაქრებიან, ხოლო მათი გაქრობის მცდელობას ისეთი მასშტაბის რეპრესიები დასჭირდება, რაც მხოლოდ ოპოზიციას კი არა, ლამის ყველას შეეხება.

“რომ არ გაქრნენ ნაცები, მერე რა ვქნათ?” – დავით ზურაბიშვილი
“რომ არ გაქრნენ ნაცები, მერე რა ვქნათ?” – დავით ზურაბიშვილიალია

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

ყველა ასაკრძალ პარტიას ეხება, მაგრამ სახელდებულად ნაცებზე ვიტყვი, რამდენადაც ხელისუფლების მომხრეთა თვალში, ვისაც აკრძალვას უპირებენ, მაინც ყველა ნაცია ან ნაცებთან გათანაბრებული.

არსებობს ხალხი, ვისაც სერიოზულად სჯერა, რომ თუ ნაცმოძრაობას, როგორც პარტიას აკრძალავ და მის წევრებს აუკრძალავ პოლიტიკურ საქმიანობას, ისინი უბრალოდ გაქრებიან: აღარ მოაწყობენ აქციებს, აღარც ტელევიზიებში ილაპარაკებენ, არც სოციალურ ქსელებში დაწერენ არაფერს, არც არსად იმუშავებენ, არც მეზობლებში გვეყოლება ვინმე მათგანი, არც ნათესავებში, არც ნაცნობებში, არც ქუჩაში გაივლიან ფეხით, არც ავტობუსით იმგზავრებენ, არც მატარებლით, ტრამვაი-ტროლეიბუსითაც აღარ ივლიდნენ, რომ დადიოდეს ეს ტრანსპორტი ქალაქში, ვერც ზღვაზე ვეღარ ვნახავთ მათ, ვერც მთაში, ვერც ბარში, ვერც ცაში და ვერც მიწისქვეშ, მოკლედ, თვალით მათ ვერ ვიხილავთ და ყურით ვეღარ გავიგონებთ მათ ხმას და როგორც ყოველივე ამის შედეგი,აღმოცენდება ახალი ოპოზიცია, ისეთი, რომელიც პატივს სცემს ბიძინას, მოსწონს კობახიძეს, ენატრება მათიკაშვილს და საბოლოო ჯამში, იბერიაც გაბრწყინდება.

თუ გგონიათ მხოლოდ ირონიაა ეს ჩემი სტატუსი, ძალიან ცდებით. მართლა არსებობს ხალხი, რომელსაც მართლა ასე ჰგონია. კი, სკოლაც დამთავრებული აქვთ, უმაღლესი სასწავლებლებიც და სადღაც უმუშავიათ ან მუშაობენ კიდეც, მაგრამ მაინც ჰგონიათ, რომ თუ ნაცებს აკრძალავ, ისინი აღარ იარსებებენ. აი. ასე! ჰოპ, დაიძახებს ბატონი ბიძინა საკონსტიტუციო სასამართლოს პირით და ნაცებიც აორთქლდებიან.

თუმცა, რომ არ გაქრნენ, მერე რა ვქნათ?

რასაკვირველია არავინ არსად არ გაქრება და ხელისუფლების კრიტიკას მთელი მისი მრავალფეროვანი აქცენტებით კვლავაც ვიხილავთ და მოვისმენთ იგივე ხალხისგანაც და სხვებისგანაც. ამ ხალხის გაქრობის მცდელობას კი დაჭირდება ისეთი მასშტაბის რეპრესიები, რომელიც მარტო ოპოზიციას კი არა ლამის ყველას შეეხება. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან მაშტაბური რეპრესიები არასდროს იფარგლება მხოლოდ დეკლარირებული სამიზნე ჯგუფით და აუცილებლად ეხება სხვებსაც. ასე იყო ყოველთვის, ასეა ახლაც. ასავალ-დასავალის რედაქტორის დაპატიმრებამ მაინც ხომ უნდა მიგახვედროთ რამეს? მაგასაც ნაცობას დააბრალებთ, დიფსთეითის აგენტობას, სოროსის მონობას თუ რას?

მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი თქვენს თავში რამე შევიდეს, სანამ უშუალოდ არ მოგაკითხავენ და თავად თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს არ მოიკითხავენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: „კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის და ამისთვის არსებობს თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში. ჩვენც გამოვიყენეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტაციას“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები