ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით მანქანების მოძრაობა შეზღუდულია – მერია
ბათუმში, მახინჯაურში თამარ მეფის გამზირზე ფერდობი ჩამოიშალა, რის გამოც ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით მანქანების მოძრაობა შეიზღუდა. ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა. მიმდინარეობს სამუშაოები გზის გასაწმენდად და წყლის ამტუმბად.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ჩამოიშალა ფერდობი, რამაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდა.
„ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით. ბათუმიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია,“ – აცხადებს ბათუმის მერია.
მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის [18:00 სთ] გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალური ტრანსპორტი კი შეუფერხებლად გადაადგილდება“.
მერია ასევე აცხადებს, რომ ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო.
„შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა მობილიზებულია და ამოტუმბვითი სამუშაოები ხორციელდება ეტაპობრივად ყველა საჭირო ლოკაციაზე. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ არის. ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია“ – წერს ბათუმის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ციტატები სტატიიდან
„ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით. ბათუმიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია,“
„ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის [18:00 სთ] გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალური ტრანსპორტი კი შეუფერხებლად გადაადგილდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.