,, 10$ ოპოზიციური არხისთვის თვეში რა გახდა?! რისი იმედი შეიძლება ვიქონიოთ, როცა მინიმალური სოლიდარობა არ არსებობს?!” – ლევან ხაბეიშვილი ,,ფორმულაზე”
ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს და მოქალაქეებს ოპოზიციური მედიის, კერძოდ „TV ფორმულას“ ფინანსური მხარდაჭერისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,სახის ძვლები დაგვილეწეს, დილეგში ჩაგვაგდეს, ოჯახებს მოგვწყვიტეს, ამწარებენ ჩვენს ახლობელ ადამიანებს, ციხის კარზე ათევს ასეულობით ადამიანი და იმის მოხერხება რა გახდა, რომ ოპოზიციური არხი არ გვეთიშებოდეს ტყვეობაში მყოფებს?! განა რას ვითხოვთ ასეთს? ვინ შევაწუხეთ ჩვენი თავით ან ჩვენი ოჯახების პრობლემებით?! როგორ დავიჯერო, ამის მხარდაჭერა, სოლიდარობა არ არსებობს, რომ „TV ფორმულა“ გათიშული არ იყოს ციხეში?! რა ღირს ასეთი, რა თანხა ჯდება, რომ ხალხმა ეს ვერ შეძლოს?!
ღმერთმა გაუმარჯოს ყველას, ვინც თავი დააღწია ამ ჯოჯოხეთს და გააღწია საქართველოდან. 10$ ოპოზიციური არხისთვის თვეში რა გახდა?! რისი იმედი შეიძლება ვიქონიოთ, როცა მინიმალური სოლიდარობა არ არსებობს?!
იქნებ ვინმემ ითავოს ორგანიზება, გააკეთოთ ჯგუფი და ყოველ თვე, თუნდაც 5$-ით დაეხმაროთ ოპოზიციურ მედიას!
ვიჯდებით ციხეში, ვიბრძოლებთ, თავს, ოჯახებს გავწირავთ, მაგრამ ერთი ფინჯანი ყავის თანხა გაიღეთ, ჩვენთვის კი არა – თავისუფალი სიტყვისთვის!
პ.ს. ტელევიზიის წილში შევიდეთ ხალხი! ავიღოთ ჩვენს თავზე და მივიღებთ სახალხო ტელევიზიას(ებს)!
ხალხო გამოფხიზლდით!“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…