ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ერთგვარი მცდელობაა, რომ მტკიცებულებები გადამალონ, რატომღაც ჰგონიათ, ასეთი პრიმიტიული ნაბიჯებით ისინი ქართულ მართლმსაჯულებას შეაფერხებენ" - ლევან მახაშვილი EPP-ზე, რომელმაც ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია ვებგვერდიდან წაშალა

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობალელო

ლევან მახაშვილის განცხადებით, EPP-ის მიერ ოპოზიციის ერთობის დეკლარაციის ვებგვერდიდან წაშლა მტკიცებულებების გადამალვისა და ქართული მართლმსაჯულების შეფერხების მცდელობაა, რაც საკონსტიტუციო სარჩელს ვერაფერს დააკლებს.

"ერთგვარი მცდელობაა, რომ მტკიცებულებები გადამალონ, რატომღაც ჰგონიათ, ასეთი პრიმიტიული ნაბიჯებით ისინი ქართულ მართლმსაჯულებას შეაფერხებენ" - ლევან მახაშვილი EPP-ზე, რომელმაც ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია ვებგვერდიდან წაშალა
"ერთგვარი მცდელობაა, რომ მტკიცებულებები გადამალონ, რატომღაც ჰგონიათ, ასეთი პრიმიტიული ნაბიჯებით ისინი ქართულ მართლმსაჯულებას შეაფერხებენ" - ლევან მახაშვილი EPP-ზე, რომელმაც ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია ვებგვერდიდან წაშალარუსთავი 2

რატომ წაშალა "ევროპის სახალხო პარტიამ" ვებგვერდიდან ერთობის დეკლარაცია, რომელსაც ქართული ოპოზიციური პარტიები აწერდნენ ხელს - "ქართულ ოცნებაში" საკონსტიტუციო პროცესის პარალელურად EPP-ის ქმედებას საეჭვო გარემოებად აფასებენ.

მათი განცხადებით, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი დასტური იყო, რომ ასაკრძალი ოპოზიციური პარტიები რეალურად ერთ ძალას წარმოადგენენ.

"ერთგვარი მცდელობაა, რომ გადამალონ მტკიცებულებები, დაუფარონ ქართველ მართლმსაჯულებას, რატომღაც ჰგონიათ, რომ ასეთი პრიმიტიული ნაბიჯებით ისინი შეაფერხებენ ქართულ მართლმსაჯულებას და რეალურად არ ექნება უპირველეს ყოვლისა ხალხ შესაძლებლობა, რომ სამართლებრივად უპასუხოს ამ დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში.

ეს ერთ-ერთი მტკიცებულებაა, თუმცა ზოგადად საკონსტიტუციო სარჩელი სავსეა მტკიცებულებებით - დაწყებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიგნებებით, დამთავრებული სტრასბურგის სასამართლოთი და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით. ასე რომ, ერთი კონკრეტული დოკუმენტი ამ საქმეს ვერაფერს დააკლებს. სამწუხაროდ, ვერაფერს უზამენ იმ უბედურებებს და იმ ტრაგედიებს, იმ გარდაცვლილ ადამიანებს, იმ ნაწამებ ხალხს, რომელიც არის ერთ-ერთი არგუმენტი ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელის.

როგორც არ უნდა სცადონ ასეთი პრიმიტიული მეთოდებით თავიდან აირიდონ ქართული მართლმსაჯულება, ყველაფერს გაეცემა თავისი სამართლებრივი, კონსტიტუციური პასუხი,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

ერთიანობის დეკლარაციას EPP-ის ინიციატივით პარტიებმა ხელი 2024 წლის ივნისში ბრიუსელში მოაწერეს. ამ დოკუმენტით "ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი მეტი თავისუფლება", "ახალი", "ლელო", "დროა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" აცხადებდნენ მიზანს, გაეერთიანებინათ ძალები მომავალ არჩევნებში გამარჯვებისთვის, თუმცა ახლა ეს დეკლარაცია ვებგვერდზე აღარ იძებნება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთგვარი მცდელობაა, რომ გადამალონ მტკიცებულებები, დაუფარონ ქართველ მართლმსაჯულებას, რატომღაც ჰგონიათ, რომ ასეთი პრიმიტიული ნაბიჯებით ისინი შეაფერხებენ ქართულ მართლმსაჯულებას და რეალურად არ ექნება უპირველეს ყოვლისა ხალხ შესაძლებლობა, რომ სამართლებრივად უპასუხოს ამ დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში. ეს ერთ-ერთი მტკიცებულებაა, თუმცა ზოგადად საკონსტიტუციო სარჩელი სავსეა მტკიცებულებებით - დაწყებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიგნებებით, დამთავრებული სტრასბურგის სასამართლოთი და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით. ასე რომ, ერთი კონკრეტული დოკუმენტი ამ საქმეს ვერაფერს დააკლებს. სამწუხაროდ, ვერაფერს უზამენ იმ უბედურებებს და იმ ტრაგედიებს, იმ გარდაცვლილ ადამიანებს, იმ ნაწამებ ხალხს, რომელიც არის ერთ-ერთი არგუმენტი ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელის. როგორც არ უნდა სცადონ ასეთი პრიმიტიული მეთოდებით თავიდან აირიდონ ქართული მართლმსაჯულება, ყველაფერს გაეცემა თავისი სამართლებრივი, კონსტიტუციური პასუხი,“
ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ევროპის სახალხო პარტიის" ვებგვერდზე აღარ იძებნება დეკლარაცია, რომელსაც ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი 2024 წლის ივნისში მოაწერეს - მმართველი გუნდი EPP-ის ქმედებას საეჭვო გარემოებად აფასებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები