ლევან მახაშვილი: ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიული პროცესისთვის, თუმცა სწორედ ამას ვდავობთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს პოლიტიკურ პარტიებთან, საქმე გვაქვს არაკონსტიტუციურ ორგანიზაციებთან, თავისი გაგებით, რადიკალურ დაჯგუფებებთან
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობენ არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ არაკონსტიტუციურ, რადიკალურ დაჯგუფებებთან, რომლებიც კონსტიტუციის გზით პოლიტიკური არენიდან უნდა გაიწიონ.

ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიული პროცესისთვის, თუმცა სწორედ ამას ვდავობთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს პოლიტიკურ პარტიებთან, საქმე გვაქვს არაკონსტიტუციურ ორგანიზაციებთან, თავისი გაგებით, რადიკალურ დაჯგუფებებთან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
წამყვანმა ჰკითხა, რა პოლიტიკური რეალობის წინაშე დააყენებს ოპოზიციის აკრძალვა ქვეყანას და არის თუ არა ეს გზა პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებისკენ.
„გახარიების დემაგოგიას გამოვეხმაურები. მათი წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში არიან და ძალიან მკაფიოდ მოისმინეს, უშუალოდ ამ პოლიტიკურ პარტიას რას ვედავებით საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ [პარლამენტის წევრებს] თუ საკონსტიტუციო სასამართლოში თავისივე წარმომადგენლებთან არ აქვთ არანაირი ურთიერთობა, ეს კიდევ მეორე უბედურებაა. თითქოს არ იციან რას ედავებიან.
რაც შეეხება ოპოზიციის არსებობასთან დაკავშირებით, ასე ხისტად არ ვიტყოდი. რადიკალური ოპოზიციის გარეშე ნამდვილად დარჩება საქართველოს პარლამენტი, თორემ ოპოზიცია წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში და გაგრძელდება ჩვეულებრივი დისკუსია ამ ნაწილში. ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიული პროცესისთვის, თუმცა სწორედ ამას ვდავობთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს პოლიტიკურ პარტიებთან, საქმე გვაქვს არაკონსტიტუციურ ორგანიზაციებთან, თავისი გაგებით, რადიკალურ დაჯგუფებებთან. როდესაც ხარ პოლიტიკური პარტია, უნდა ჩაერთო დისკუსიებში, არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და არა ცეცხლი, ბოიკოტი და უბედურებები [გამოიყენო], რაც პირდაპირ ეთერში იხილა საზოგადოებამ. დღეს პოლარიზაცია სწორედ იმიტომ არის ასეთ უკიდურეს ფარგლებში საქართველოში, რომ ამ ტიპის რადიკალურ დაჯგუფებებთან გვიწევს პოლიტიკური ოპონირება. დავეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომ ჩვენთვის ყველაზე კომფორტული ოპონენტია „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან არ არსებობს არჩევნები, სადაც მათ ვერ დავამარცხებთ, თუმცა საკუთარი საარჩევნო დანაკარგების ხარჯზე მზად ვართ, ეს ძალები კონსტიტუციის გზით გაიწიონ პოლიტიკური არენიდან და სხვებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა, შემოვიდნენ ამ სისტემაში“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„გახარიების დემაგოგიას გამოვეხმაურები. მათი წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში არიან და ძალიან მკაფიოდ მოისმინეს, უშუალოდ ამ პოლიტიკურ პარტიას რას ვედავებით საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ [პარლამენტის წევრებს] თუ საკონსტიტუციო სასამართლოში თავისივე წარმომადგენლებთან არ აქვთ არანაირი ურთიერთობა, ეს კიდევ მეორე უბედურებაა. თითქოს არ იციან რას ედავებიან. რაც შეეხება ოპოზიციის არსებობასთან დაკავშირებით, ასე ხისტად არ ვიტყოდი. რადიკალური ოპოზიციის გარეშე ნამდვილად დარჩება საქართველოს პარლამენტი, თორემ ოპოზიცია წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში და გაგრძელდება ჩვეულებრივი დისკუსია ამ ნაწილში. ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიული პროცესისთვის, თუმცა სწორედ ამას ვდავობთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს პოლიტიკურ პარტიებთან, საქმე გვაქვს არაკონსტიტუციურ ორგანიზაციებთან, თავისი გაგებით, რადიკალურ დაჯგუფებებთან. როდესაც ხარ პოლიტიკური პარტია, უნდა ჩაერთო დისკუსიებში, არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და არა ცეცხლი, ბოიკოტი და უბედურებები [გამოიყენო], რაც პირდაპირ ეთერში იხილა საზოგადოებამ. დღეს პოლარიზაცია სწორედ იმიტომ არის ასეთ უკიდურეს ფარგლებში საქართველოში, რომ ამ ტიპის რადიკალურ დაჯგუფებებთან გვიწევს პოლიტიკური ოპონირება. დავეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომ ჩვენთვის ყველაზე კომფორტული ოპონენტია „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან არ არსებობს არჩევნები, სადაც მათ ვერ დავამარცხებთ, თუმცა საკუთარი საარჩევნო დანაკარგების ხარჯზე მზად ვართ, ეს ძალები კონსტიტუციის გზით გაიწიონ პოლიტიკური არენიდან და სხვებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა, შემოვიდნენ ამ სისტემაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…