იაპონიის მთავრობა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის სისტემის ამოქმედებას განიხილავს
იაპონიის მთავრობამ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის სისტემის ამოქმედებაზე მსჯელობა დაიწყო, რაც უცხოური სახელმწიფოების დაკვეთით მოქმედი ლობისტების გამჭვირვალობას ისახავს მიზნად. ახალი ჩარჩო შესაძლოა პოლიტიკურ კონსულტანტებს, კვლევით ინსტიტუტებსა და სარეკლამო სააგენტოებს შეეხოს.
იაპონიის მთავრობა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის სისტემის ამოქმედებას განიხილავს. ინიციატივაზე მსჯელობა იაპონიის სამთავრობო ექსპერტთა ჯგუფმა უკვე დაიწყო. მიზანი იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდაა, რომლებიც უცხოური სახელმწიფოების დავალებით ან კონტრაქტით ლობისტურ საქმიანობას ეწევიან.
ტოკიოში განმარტავენ, რომ ქვეყანას არ გააჩნია ბერკეტები ე.წ. გავლენის ოპერაციების წინააღმდეგ, რომლებსაც უცხოური აქტორები საზოგადოებრივი აზრისა და პოლიტიკური პროცესების ფარულად მანიპულირებისთვის იყენებენ.
ახალი საკანონმდებლო ჩარჩო შეეხება: პოლიტიკურ კონსულტანტებს, კვლევით ინსტიტუტებს და სარეკლამო სააგენტოებს. დიდი ბრიტანეთის ანალოგიური მოდელის მსგავსად, რეგულაციებში შესაძლოა სოციალური მედიის აქტივობებსაც შეეხოს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…