აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობას ახსენებს - წესების შეუსრულებლობას, შესაძლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობას ახსენებს და აფრთხილებს, რომ უცხოური მთავრობის მიერ ფარულად დაფინანსებული ან მართული საქმიანობისას სავალდებულო რეგისტრაციის წესების შეუსრულებლობას შესაძლოა სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობას ახსენებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პროტესტი და დამოუკიდებელი ლობირება აშშ-ში დაცული უფლებებია, თუმცა სიტუაცია იცვლება, თუ პირის საქმიანობას უცხოური მთავრობა ან სუბიექტი ფარულად აფინანსებს, აკონტროლებს ან მართავს.
ასეთ შემთხვევაში, ძალაში შედის გამჭვირვალობის ფედერალური კანონები, რომლებიც სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს.
იუსტიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ამ წესების შეუსრულებლობას, შესაძლოა, სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…