ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს 9 მრჩეველი ჰყავდა, მათ სამუშაო აღწერილობები არ ჰქონდათ – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ცნობით, „საქართველოს ფოსტის“ ყოფილ დირექტორს 9 მრჩეველი სამუშაო აღწერილობის გარეშე ჰყავდა, სამ მათგანზე კი 273,738 ლარი შესრულებული სამუშაოს დადასტურების გარეშე გაიცა. ამასთან, თანამშრომელს, რომელიც 2 წელში ოფისში 5-ჯერ მივიდა, 159,145 ლარი ჩაერიცხა.

საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს 9 მრჩეველი ჰყავდა, მათ სამუშაო აღწერილობები არ ჰქონდათ – აუდიტი
საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს 9 მრჩეველი ჰყავდა, მათ სამუშაო აღწერილობები არ ჰქონდათ – აუდიტიალია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო საწარმოების შრომის ანაზღაურების სისტემის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ცალკე ქვეთავი ეთმობა საქართველოს ფოსტაში გამოვლენილ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2023-2024 წლებს, როდესაც ფოსტას მისი წინა დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე მართავდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2025 წლის ზაფხულში დატოვა.

როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, ფოსტის გენერალურ დირექტორს 9 მრჩეველი ჰყავდა, თუმცა აღნიშნულ პირებს არ ჰქონდათ კონკრეტული სამუშაო აღწერილობები, არაერთი მათგანი კი წლის მნიშვნელოვან მონაკვეთს ქვეყნის საზღვრებს მიღმა ატარებდა, შესრულებული სამუშაოს შესახებ მტკიცებულებები კი სამ მრჩეველთა მიმართებით აუდიტის გუნდმა საერთოდ ვერ მოიპოვა.

“ფოსტაში კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული 9 თანამშრომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დეტალური აღწერილობები არ იყო შედგენილი. სამ მრჩეველთან დაკავშირებით, რომლებზეც 2023-2024 წლებში შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 273,738 ლარი, ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია კომპანიის საქმიანობაში ჩართულობასა და შესრულებულ სამუშაოებზე. ორი მრჩეველი 2023-2024 წლებში, სხვადასხვა პერიოდში 107 დღით იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რასთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი სამსახურებრივი მივლინების, შვებულებით სარგებლობის და სხვა შესაფერისი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული პერიოდი მათ ჩაეთვალათ ნამუშევრად. მიღებული განმარტებით, მრჩევლის პოზიციებზე დასაქმებული პირები არაპერმანენტულ რეჟიმში უწევდნენ დაწესებულების ხელმძღვანელობას კონსულტაციებს შესაბამისი სფეროში. ასეთ კონსულტაციებს შესაძლოა ჰქონოდა დისტანციური ხასიათი, რაც არ მოითხოვდა მრჩევლის მიერ სამუშაო ადგილას გამოცხადებისა და სტანდარტული რეჟიმით მუშაობის საჭიროებას, თუმცა აღნიშნული არ იყო დარეგულირებული შრომითი ხელშეკრულებებით,”- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ამასთან, როგორც აუდიტის ანგარიშში არის მითითებული, თუკი ფოსტის რიგითი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათები აღიწერებოდა, მსგავსი პრაქტიკა არ იყო დანერგილი გენერალური დირექტორის; მისი მრჩევლების და დეპარტამენტების უფროსებისთვის. ამასთან აუდიტმა დაადგინა, რომ ფოსტის ცენტრალურ ოფისში თანამშრომელთა შესვლის და გასვლის სისტემა მოქმედებდა, რომელმაც ერთ კონკრეტულ თანამშრომელზე 2 წლის განმავლობაში ოფისში გამოცხადება მხოლოდ 5-ჯერ დაადასტურა, სხვა ყველა დღეზე კი მითითებული იყო “არ გამოცხადება”. აღნიშნულ თანამშრომელს ფოსტამ პერიოდის განმავლობაში 159,145 ლარის ხელფასი გადაუხადა.

“ფოსტაში სამუშაო დროის აღრიცხვაზე კონტროლი არ ვრცელდებოდა გარკვეული თანამდებობის პირებზე (გენერალური დირექტორი, გენერალური დირექტორის მრჩევლები და დეპარტამენტის უფროსები), რაც ვერ ჩაითვლება გამართლებულ პრაქტიკად, ვინაიდან დასაქმებულებისთვის ქმნის არათანაბარ პირობებს, არღვევს შიდა კონტროლის ერთიანობას და შრომის ანაზღაურების არასწორად გაცემის რისკებს წარმოშობს. აღნიშნულს ცხადყოფს ის გარემოება, რომ დასწრების ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მონაცემების შესწავლით გამოვლინდა: ერთი თანამშრომელი ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე მხოლოდ 5 კალენდარულ დღეს ფიქსირდებოდა, ხოლო სხვა შემთხვევაში მითითებული იყო ჩანაწერი ─ „არ გამოცხადება“. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება ამ თანამშრომელზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 159,145 ლარის მართლზომიერ ხარჯვაზე”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. (ბიემჯი)

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფოსტაში კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული 9 თანამშრომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დეტალური აღწერილობები არ იყო შედგენილი. სამ მრჩეველთან დაკავშირებით, რომლებზეც 2023-2024 წლებში შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 273,738 ლარი, ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია კომპანიის საქმიანობაში ჩართულობასა და შესრულებულ სამუშაოებზე. ორი მრჩეველი 2023-2024 წლებში, სხვადასხვა პერიოდში 107 დღით იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რასთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი სამსახურებრივი მივლინების, შვებულებით სარგებლობის და სხვა შესაფერისი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული პერიოდი მათ ჩაეთვალათ ნამუშევრად. მიღებული განმარტებით, მრჩევლის პოზიციებზე დასაქმებული პირები არაპერმანენტულ რეჟიმში უწევდნენ დაწესებულების ხელმძღვანელობას კონსულტაციებს შესაბამისი სფეროში. ასეთ კონსულტაციებს შესაძლოა ჰქონოდა დისტანციური ხასიათი, რაც არ მოითხოვდა მრჩევლის მიერ სამუშაო ადგილას გამოცხადებისა და სტანდარტული რეჟიმით მუშაობის საჭიროებას, თუმცა აღნიშნული არ იყო დარეგულირებული შრომითი ხელშეკრულებებით,“
„ფოსტაში სამუშაო დროის აღრიცხვაზე კონტროლი არ ვრცელდებოდა გარკვეული თანამდებობის პირებზე (გენერალური დირექტორი, გენერალური დირექტორის მრჩევლები და დეპარტამენტის უფროსები), რაც ვერ ჩაითვლება გამართლებულ პრაქტიკად, ვინაიდან დასაქმებულებისთვის ქმნის არათანაბარ პირობებს, არღვევს შიდა კონტროლის ერთიანობას და შრომის ანაზღაურების არასწორად გაცემის რისკებს წარმოშობს. აღნიშნულს ცხადყოფს ის გარემოება, რომ დასწრების ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მონაცემების შესწავლით გამოვლინდა: ერთი თანამშრომელი ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე მხოლოდ 5 კალენდარულ დღეს ფიქსირდებოდა, ხოლო სხვა შემთხვევაში მითითებული იყო ჩანაწერი ─ „არ გამოცხადება“. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება ამ თანამშრომელზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 159,145 ლარის მართლზომიერ ხარჯვაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სახელმწიფო კომპანიაში, რომელმაც 2 წელში 17 მილიონი იზარალა, მრჩევლებს 913 ათასი ლარი გადაუხადეს – აუდიტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები