5 დღეში ანაზღაურების სახით მიღებული ₾159 000 — აუდიტის ანგარიში
საქართველოს ფოსტის თანამშრომელმა, რომელიც 2 წელიწადში სამსახურში მხოლოდ 5-ჯერ გამოცხადდა, ანაზღაურების სახით ₾159 145 მიიღო, რის გამოც აუდიტის სამსახური თანხის მართლზომიერ ხარჯვას ვერ ადასტურებს.

საქართველოს ფოსტაში დასაქმებულმა პირმა, რომელიც 2 წელიწადში სამსახურში მხოლოდ 5-ჯერ გამოცხადდა, ანაზღაურების სახით ₾159 145 მიიღო. ამის შესახებ აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
“ერთი თანამშრომელი ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე მხოლოდ 5 კალენდარულ დღეს ფიქსირდებოდა, ხოლო სხვა შემთხვევაში მითითებული იყო ჩანაწერი ─ „არ გამოცხადება“. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება ამ თანამშრომელზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 159,145 ლარის მართლზომიერ ხარჯვაზე” აღნიშნულია დასკვნაში.
აუდიტის სამსახურის მიერ დასახელებულ თანხას თუ ნამუშევარ დღეების რაოდენობაზე გავყოფთ 31 830 ლარს მივიღებთ, რაც საათში 3980 ლარის ტოლია. თუ ამ თანხას საპენსიო შენატანსა და საშემოსავლოსაც დავაკლებთ ხელზე ასაღებ 3120 ლარს მივიღებთ.
აუდიტის ანგარიში აეროპორტების გაერთიანების, რკინიგზის, რკინიგზის, საქაერონავიგაციის, სატრანსპორტო კომპანიისა და ფოსტის მონიტორინგს მოიცავს.
ციტატები სტატიიდან
„ერთი თანამშრომელი ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე მხოლოდ 5 კალენდარულ დღეს ფიქსირდებოდა, ხოლო სხვა შემთხვევაში მითითებული იყო ჩანაწერი ─ „არ გამოცხადება“. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება ამ თანამშრომელზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 159,145 ლარის მართლზომიერ ხარჯვაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…