ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჩემი პირველი ნერგი" - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი გარემოსდაცვით ინიციატივას შეუერთდა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროთბილისის მერია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვით ინიციატივას „ჩემი პირველი ნერგი“ 33 საჯარო სკოლის 516 პირველკლასელი შეუერთდა.

"ჩემი პირველი ნერგი" - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი გარემოსდაცვით ინიციატივას შეუერთდა
"ჩემი პირველი ნერგი" - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი გარემოსდაცვით ინიციატივას შეუერთდარუსთავი 2

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით ინიციატივას "ჩემი პირველი ნერგი" შეუერთდა.

ინიციატივის ფარგლებში, 33 საჯარო სკოლის 516-მა პირველკლასელმა სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგო.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მოსწავლეებთან ერთად ხეების დარგვის პროცესს შეუერთდნენ: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი.

პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით აქციაში 41 000 - ზე მეტი პირველკლასელი იღებს მონაწილეობას. პროექტში ჩართულები არიან:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით.

პროგრამის ფარგლებში, ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები