ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ეს ნაბიჯი პრაქტიკულად [რუსეთსა და საქართველოს შორის] დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა” – ფიფია

ქართული ოცნება

პოლიტიკოს მამუკა ფიფიას მტკიცებით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში გიორგი ზურაბიშვილის დანიშვნა პრაქტიკულად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა. იგი ასევე აცხადებს, რომ საქართველომ მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან ერთად „ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში“ უნდა იცხოვროს.

“ეს ნაბიჯი პრაქტიკულად [რუსეთსა და საქართველოს შორის] დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა” – ფიფია
“ეს ნაბიჯი პრაქტიკულად [რუსეთსა და საქართველოს შორის] დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა” – ფიფიანეტგაზეთი

“ეს არის ახალ დონეზე გადასვლა, პრაქტიკულად [რუსეთსა და საქართველოს შორის] დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა”, – ასე ეხმაურება პრორუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეცწარმომადგენლად დანიშნოს გიორგი ზურაბიშვილი, რომელიც იმავდროულად იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს.

„პირადად არ ვიცნობ გიორგი ზურაბაშვილს. მაგრამ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს: დროა, საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან”, – ამბობს ფიფია და აგრძელებს:

“სპეციალური წარმომადგენლები ადრეც ყოფილან. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ზურაბაშვილი უბრალოდ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად კი არ დაინიშნა, ის ასევე ინარჩუნებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს. ეს აძლევს მას შესაძლებლობას, გამართოს შეხვედრები უმაღლეს დონეზე — მიხეილ გალუზინთან და სერგეი ლავროვთან. სწორედ ამიტომ ვანიჭებ ასეთ მნიშვნელობას ამ დანიშვნას. ეს არის ახალ დონეზე გადასვლა, პრაქტიკულად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ვიმედოვნებთ, რომ ახლა იქნება ვიზიტები როგორც მოსკოვში, ისე თბილისში. კარგია, რომ თბილისმა ეს ნაბიჯი გადადგა. სწორედ ეს სურს ქართველ ხალხს და სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში”, – განაცხადა ფიფიამ და დასძინა, რომ ურთიერთობებისთვის მოსკოვიც მზადაა.

“ნაბიჯი, რომელიც თბილისმა ახლახან გადადგა, არის რეალური წინსვლა და შანსი დაახლოებისთვის. რუსული მხარე, თავის მხრივ, მზადაა. მისმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადეს მზადყოფნა შეხვედრებისთვის ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ თემაზე. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამას სულ უფრო ხშირად ვისმენთ. ქართულ მხარეს უნდა გადაედგა ნაბიჯი და ახლა ეს უკვე გააკეთა. იმედი მაქვს, მალე ვიხილავთ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას”, – აცხადებს ფიფია, რომელიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერაა დასანქცირებული.

MIR-info-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის ასევე აცხადებს, რომ “საქართველო და ამიერკავკასია რუსეთის გავლენის სფეროა”. და რომ თბილისმა მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან ერთად, ერთ “სამოკავშირეო სახელმწიფოში” უნდა იცხოვროს.

“დღეს ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე და გავითვალისწინოთ რუსეთის ყველა ინტერესი რეგიონში. რუსეთი საქართველოს არავის დაუთმობს. ეს ჩვენმა მეზობლებმაც უნდა გაიგონ, რომლებიც შესაძლოა საკუთარ სტრატეგიულ გეგმებს ამუშავებდნენ და ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდეთ საქართველოს მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ პირდაპირ მოლაპარაკებებს — მოსკოვში, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში — რათა გადაიჭრას გადაუჭრელი საკითხები, გავაერთიანოთ ჩვენი ხალხები და ვიცხოვროთ ერთ სახლში, ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში”, – აცხადებს ფიფია.

ამავე თემაზე გირჩევთ

ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში

რა დგას რუსეთთან ურთიერთობების ახალი ფორმატის მიღმა?

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არის ახალ დონეზე გადასვლა, პრაქტიკულად [რუსეთსა და საქართველოს შორის] დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“
მამუკა ფიფია
„სპეციალური წარმომადგენლები ადრეც ყოფილან. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ზურაბაშვილი უბრალოდ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად კი არ დაინიშნა, ის ასევე ინარჩუნებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს. ეს აძლევს მას შესაძლებლობას, გამართოს შეხვედრები უმაღლეს დონეზე — მიხეილ გალუზინთან და სერგეი ლავროვთან. სწორედ ამიტომ ვანიჭებ ასეთ მნიშვნელობას ამ დანიშვნას. ეს არის ახალ დონეზე გადასვლა, პრაქტიკულად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ვიმედოვნებთ, რომ ახლა იქნება ვიზიტები როგორც მოსკოვში, ისე თბილისში. კარგია, რომ თბილისმა ეს ნაბიჯი გადადგა. სწორედ ეს სურს ქართველ ხალხს და სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში“
„ნაბიჯი, რომელიც თბილისმა ახლახან გადადგა, არის რეალური წინსვლა და შანსი დაახლოებისთვის. რუსული მხარე, თავის მხრივ, მზადაა. მისმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადეს მზადყოფნა შეხვედრებისთვის ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ თემაზე. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამას სულ უფრო ხშირად ვისმენთ. ქართულ მხარეს უნდა გადაედგა ნაბიჯი და ახლა ეს უკვე გააკეთა. იმედი მაქვს, მალე ვიხილავთ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას“
„საქართველო და ამიერკავკასია რუსეთის გავლენის სფეროა“
„დღეს ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე და გავითვალისწინოთ რუსეთის ყველა ინტერესი რეგიონში. რუსეთი საქართველოს არავის დაუთმობს. ეს ჩვენმა მეზობლებმაც უნდა გაიგონ, რომლებიც შესაძლოა საკუთარ სტრატეგიულ გეგმებს ამუშავებდნენ და ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდეთ საქართველოს მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ პირდაპირ მოლაპარაკებებს — მოსკოვში, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში — რათა გადაიჭრას გადაუჭრელი საკითხები, გავაერთიანოთ ჩვენი ხალხები და ვიცხოვროთ ერთ სახლში, ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები