კახა კალაძე – არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს უამრავი დანაშაული, იმიტომ იყო იმხელა პროტესტი, შეუძლებელია, ეს ყველაფერი მოიგონო
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელი წამება და მკვლელობები ციხეებში რეალობა იყო, რაც ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა და ამის მოგონება შეუძლებელია.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საზოგადოებამ უამრავი დანაშაული საკუთარ თავზე გამოცადა, რასაც ადასტურებს ის პროტესტი, რომელიც ამ პარტიის წინააღმდეგ არსებობდა, შესაბამისად, შეუძლებელია, ეს ყველაფერი მოიგონო.
კახა კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაზა ბიბილაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, „გაუგებარია, საიდან მოიტანა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ისეთი თემები, როგორიცაა ადამიანების გატაცება, წამება და სხვა დანაშაულები“.
„ამას რად უნდა მოგონება? რატომ უნდა მოიგონო, როდესაც აგერ პირდაპირ ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს ამხელა დანაშაულზე? რომელ მოგონებაზეა საუბარი? საზოგადოებამ ეს ხომ საკუთარ თავზე გამოცადა – იყვნენ კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები, რამდენი პატიმარი იყო, რა დამოკიდებულება იყო ციხეებში, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. ეს ხომ შემთხვევით მოგონილი და შექმნილი არ არის. არიან კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა ეს ყველაფერი და იმიტომ იყო იმხელა პროტესტი. ეს ხომ შეუძლებელია, უბრალოდ მოიგონო. შეიძლება რაღაცები მოიგონო, მაგრამ პროტესტი ამას ვერ ექნება, როგორც ახლა ცდილობენ. რაღაცებს ცდილობენ, გამოიგონონ, რომ ისე ხდება, ასე ხდება, რეაქცია და პროტესტის გრძნობა ნული. ეს არის განსხვავება. ის იყო რეალობა, ის მძიმე მდგომარეობა, როგორ კლავდნენ, როგორ აწამებდნენ ციხეებში, რას უშვრებოდნენ პატიმრებს. ხომ გვაქვს ყველას ნანახი კადრები, როგორ გამოჰყავდათ პატიმრები „გადასკოჩილი“ ავტომობილზე და რას უშვრებოდნენ. აღარ მინდა ამ ყველაფრის გახსენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაკახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი - ხომ შეუძლებელია, ეს უბრალოდ მოიგონო?
კახა კალაძე: არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი - ხომ შეუძლებელია, ეს უბრალოდ მოიგონო?
ციტატები სტატიიდან
„გაუგებარია, საიდან მოიტანა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ისეთი თემები, როგორიცაა ადამიანების გატაცება, წამება და სხვა დანაშაულები“
„ამას რად უნდა მოგონება? რატომ უნდა მოიგონო, როდესაც აგერ პირდაპირ ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს ამხელა დანაშაულზე? რომელ მოგონებაზეა საუბარი? საზოგადოებამ ეს ხომ საკუთარ თავზე გამოცადა – იყვნენ კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები, რამდენი პატიმარი იყო, რა დამოკიდებულება იყო ციხეებში, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. ეს ხომ შემთხვევით მოგონილი და შექმნილი არ არის. არიან კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა ეს ყველაფერი და იმიტომ იყო იმხელა პროტესტი. ეს ხომ შეუძლებელია, უბრალოდ მოიგონო. შეიძლება რაღაცები მოიგონო, მაგრამ პროტესტი ამას ვერ ექნება, როგორც ახლა ცდილობენ. რაღაცებს ცდილობენ, გამოიგონონ, რომ ისე ხდება, ასე ხდება, რეაქცია და პროტესტის გრძნობა ნული. ეს არის განსხვავება. ის იყო რეალობა, ის მძიმე მდგომარეობა, როგორ კლავდნენ, როგორ აწამებდნენ ციხეებში, რას უშვრებოდნენ პატიმრებს. ხომ გვაქვს ყველას ნანახი კადრები, როგორ გამოჰყავდათ პატიმრები „გადასკოჩილი“ ავტომობილზე და რას უშვრებოდნენ. აღარ მინდა ამ ყველაფრის გახსენება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…