ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი - ხომ შეუძლებელია, ეს უბრალოდ მოიგონო?

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის დანაშაულები, ციხეებში წამება და მკვლელობები საზოგადოებამ საკუთარ თავზე გამოსცადა და ამის მოგონება შეუძლებელია.

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი - ხომ შეუძლებელია, ეს უბრალოდ მოიგონო?
კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი - ხომ შეუძლებელია, ეს უბრალოდ მოიგონო?იმედინიუსი

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საზოგადოებამ უამრავი დანაშაული საკუთარ თავზე გამოსცადა, რასაც ადასტურებს ის პროტესტი, რომელიც ამ პარტიის წინააღმდეგ არსებობდა, შესაბამისად, შეუძლებელია, ეს ყველაფერი მოიგონო.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, „ნაცმოძრაობის წევრმა“ ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, საიდან მოიტანა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ისეთი თემები, როგორიცაა ადამიანების გატაცება, წამება და სხვა დანაშაულები.

„ამას რად უნდა მოგონება? რატომ უნდა მოიგონო, როდესაც აგერ პირდაპირ ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს ამხელა დანაშაულზე? რომელ მოგონებაზეა საუბარი? საზოგადოებამ ეს ხომ საკუთარ თავზე გამოსცადა - იყვნენ კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები, რამდენი პატიმარი იყო, რა დამოკიდებულება იყო ციხეებში, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. ეს ხომ შემთხვევით მოგონილი და შექმნილი არ არის. არიან კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი და იმიტომ იყო იმხელა პროტესტი. ეს ხომ შეუძლებელია უბრალოდ მოიგონო. შეიძლება რაღაცები მოიგონო, მაგრამ პროტესტი ამას ვერ ექნება, როგორც ახლა ცდილობენ. რაღაცებს ცდილობენ, გამოიგონონ, რომ ისე ხდება, ასე ხდება, რეაქცია და პროტესტის გრძნობა ნული. ეს არის განსხვავება. ის იყო რეალობა, ის მძიმე მდგომარეობა, როგორ კლავდნენ, როგორ აწამებდნენ ციხეებში, რას უშვრებოდნენ პატიმრებს. ხომ გვაქვს ყველას ნანახი კადრები, როგორ გამოყავდათ პატიმრები „გადასკოჩილი“ ავტომობილზე და რას უშვრებოდნენ. აღარ მინდა ამ ყველაფრის გახსენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი - ხომ შეუძლებელია, ეს უბრალოდ მოიგონო?
  2. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს უამრავი დანაშაული, იმიტომ იყო იმხელა პროტესტი, შეუძლებელია, ეს ყველაფერი მოიგონო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამას რად უნდა მოგონება? რატომ უნდა მოიგონო, როდესაც აგერ პირდაპირ ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს ამხელა დანაშაულზე? რომელ მოგონებაზეა საუბარი? საზოგადოებამ ეს ხომ საკუთარ თავზე გამოსცადა - იყვნენ კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები, რამდენი პატიმარი იყო, რა დამოკიდებულება იყო ციხეებში, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. ეს ხომ შემთხვევით მოგონილი და შექმნილი არ არის. არიან კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი და იმიტომ იყო იმხელა პროტესტი. ეს ხომ შეუძლებელია უბრალოდ მოიგონო. შეიძლება რაღაცები მოიგონო, მაგრამ პროტესტი ამას ვერ ექნება, როგორც ახლა ცდილობენ. რაღაცებს ცდილობენ, გამოიგონონ, რომ ისე ხდება, ასე ხდება, რეაქცია და პროტესტის გრძნობა ნული. ეს არის განსხვავება. ის იყო რეალობა, ის მძიმე მდგომარეობა, როგორ კლავდნენ, როგორ აწამებდნენ ციხეებში, რას უშვრებოდნენ პატიმრებს. ხომ გვაქვს ყველას ნანახი კადრები, როგორ გამოყავდათ პატიმრები „გადასკოჩილი“ ავტომობილზე და რას უშვრებოდნენ. აღარ მინდა ამ ყველაფრის გახსენება“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე – სააკაშვილისგან პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები