ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია ბითაძე გურჯაანის თოჯინების თეატრის ინფრასტრუქტურას და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით არსებულ გეგმებს გაეცნო

კულტურის სამინისტრო

მაია ბითაძე გურჯაანის თოჯინების თეატრის ინფრასტრუქტურასა და შემოქმედებით გეგმებს გაეცნო და განაცხადა, რომ სარემონტო სამუშაოების შემდეგ შენობაში დიდი გამოწვევები აღარ არის.

მაია ბითაძე გურჯაანის თოჯინების თეატრის ინფრასტრუქტურას და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით არსებულ გეგმებს გაეცნო
მაია ბითაძე გურჯაანის თოჯინების თეატრის ინფრასტრუქტურას და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით არსებულ გეგმებს გაეცნორუსთავი 2

მინისტრმა თეატრის შენობა დაათვალიერა და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, თეატრის პროექტების მენეჯერისგან ნერონ აბულაძისგან და თეატრის მენეჯერისგან ნინო ნადირაძისგან, მოისმინა.

"გურჯაანის თოჯინების თეატრში სულ ცოტა ხნის წინ განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შედეგად ინფრასტრუქტურის მიმართულებით დიდი გამოწვევები არ გვაქვს. უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკური პირობებიც, რაც თოჯინების თეატრის დასს საშუალებას აძლევს, ჩვენს პატარა მაყურებლებს შთამბეჭდავი სპექტაკლები შესთავაზოს. რეგიონებში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გურჯაანის თოჯინების თეატრი საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაშია. აღნიშნული გაერთიანებაში არიან თბილისის, ქუთაისის, ახალციხისა და ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრებიც. გაერთიანების ფორმატი თეატრების შემოქმედებითი თანამშრომლობის გაძლიერებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს.

გურჯაანის თოჯინების თეატრი ოთხი ათეული წელია ემსახურება თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციას, რეგიონში ბავშვთა კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და პატარებისთვის თეატრალური სამყაროს გაცნობას.

მინისტრთან ერთად გურჯაანის თოჯინების თეატრში იმყოფებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გურჯაანის თოჯინების თეატრში სულ ცოტა ხნის წინ განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შედეგად ინფრასტრუქტურის მიმართულებით დიდი გამოწვევები არ გვაქვს. უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკური პირობებიც, რაც თოჯინების თეატრის დასს საშუალებას აძლევს, ჩვენს პატარა მაყურებლებს შთამბეჭდავი სპექტაკლები შესთავაზოს. რეგიონებში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს“
მაია ბითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები