პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია ბითაძე: სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა; ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა განახლებულია

კულტურის სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში შემოქმედებით გეგმებს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე გაეცნო. მისი განცხადებით, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ისტორიული შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა და ტექნიკური ბაზა განახლდა.

მაია ბითაძე: სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა; ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა განახლებულია
რუსთავი 2

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თეატრში შემოქმედებითი კუთხით არსებულ გეგმებს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო. მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დირექტორმა ნიკოლოზ საბაშვილმა ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ისტორიის გათვალისწინებით, გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ თეატრების უმეტესობა ისტორიულ შენობებშია განთავსებული. შესაბამისად, რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება გაცილებით დიდი გამოწვევაა. ქუთაისის თოჯინების თეატრიც ისტორიულ შენობაში ბინადრობს. სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ამ შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა - ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა განახლებულია. ახლა მთავარია, შემოქმედებითი პროცესი იყოს აქტიური. თეატრს აქვს გარკვეული საჭიროებები, მათ შორისაა მოდერნიზების კუთხით მხარდაჭერა. მომავალი თაობების წვდომას და კულტურული ცხოვრების სიყვარულს პატარა ასაკიდან ეყრება საფუძველი. თოჯინების თეატრი ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ისტორიული შენობა, რომელშიც ქუთაისის თოჯინების თეატრია განთავსებული, 1890 წელს აიგო. 2018-2020 წლებში შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თეატრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სცენით, დარბაზითა და საგრიმიოროებითაა აღჭურვილი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამაგრდა თეატრის საძირკველი, კეთილმოეწყო შიდა ეზო, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა. თეატრი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე.

სარეაბილიტაციო პროექტი კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ქუთაისის თოჯინების თეატრში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომაია ბითაძე: სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია ჩატარდა; ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა განახლებულია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ისტორიის გათვალისწინებით, გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ თეატრების უმეტესობა ისტორიულ შენობებშია განთავსებული. შესაბამისად, რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება გაცილებით დიდი გამოწვევაა. ქუთაისის თოჯინების თეატრიც ისტორიულ შენობაში ბინადრობს. სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ამ შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა - ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა განახლებულია. ახლა მთავარია, შემოქმედებითი პროცესი იყოს აქტიური. თეატრს აქვს გარკვეული საჭიროებები, მათ შორისაა მოდერნიზების კუთხით მხარდაჭერა. მომავალი თაობების წვდომას და კულტურული ცხოვრების სიყვარულს პატარა ასაკიდან ეყრება საფუძველი. თოჯინების თეატრი ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია“
მაია ბითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძე: ქუთაისის ისტორიული მუზეუმი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იმართოს სამუზეუმო სისტემაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები