ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს თეატრებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული გამოწვევები, აგრეთვე დეფიციტური პროფესიების მიმართულებით არსებული პრობლემები.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდარუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე.

სახელმწიფო თეატრების წარმომადგენლებმა დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით არსებულ იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების, ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება.

საუბარი შეეხო თეატრებში ტექნიკური მიმართულებით არსებულ დეფიციტურ პროფესიებს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და გადაჭრის გზების მოძიებას საჭიროებს.

მაია ბითაძემ დარგის განვითარების ზოგადი ხედვის შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო დარგის მხარდაჭერის მეტად მოქნილ მექანიზმზე მუშაობს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის, რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების (თბილისი, გურჯაანი, ახალციხე, ბორჯომი, ქუთაისი) ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

პირველი რეაქცია შენი იყოს