მაია ბითაძე: სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია ჩატარდა; ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა განახლებულია
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში შემოქმედებით გეგმებს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, სამინისტროს დაფინანსებით შენობა რეაბილიტირდა, თუმცა თეატრს მოდერნიზების კუთხით კვლავ აქვს გარკვეული საჭიროებები.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თეატრში შემოქმედებითი კუთხით არსებულ გეგმებს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო.
მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დირექტორმა ნიკოლოზ საბაშვილმა ილაპარაკა.
„ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ისტორიის გათვალისწინებით, გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ თეატრების უმეტესობა ისტორიულ შენობებშია. შესაბამისად, რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება გაცილებით დიდი გამოწვევაა. ქუთაისის თოჯინების თეატრიც ისტორიულ შენობაში ბინადრობს. სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ამ შენობის რეაბილიტაცია ჩატარდა - ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა განახლებულია. ახლა მთავარია, რომ შემოქმედებითი პროცესი იყოს აქტიური. თეატრს აქვს გარკვეული საჭიროებები, მათ შორისაა მოდერნიზების კუთხით მხარდაჭერა. მომავალი თაობების წვდომას და კულტურული ცხოვრების სიყვარულს ნცირე ასაკიდან ეყრება საფუძველი. თოჯინების თეატრი ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ისტორიული შენობა, რომელშიც ქუთაისის თოჯინების თეატრი მდებარეობს, 1890 წელს აიგო. 2018-2020 წლებში შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თეატრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სცენით, დარბაზითა და საგრიმიოროებითაა აღჭურვილი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამაგრდა თეატრის საძირკველი, კეთილმოეწყო შიდა ეზო, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა. თეატრი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
სარეაბილიტაციო პროექტი კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ქუთაისის თოჯინების თეატრში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ისტორიის გათვალისწინებით, გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ თეატრების უმეტესობა ისტორიულ შენობებშია. შესაბამისად, რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება გაცილებით დიდი გამოწვევაა. ქუთაისის თოჯინების თეატრიც ისტორიულ შენობაში ბინადრობს. სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ამ შენობის რეაბილიტაცია ჩატარდა - ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა განახლებულია. ახლა მთავარია, რომ შემოქმედებითი პროცესი იყოს აქტიური. თეატრს აქვს გარკვეული საჭიროებები, მათ შორისაა მოდერნიზების კუთხით მხარდაჭერა. მომავალი თაობების წვდომას და კულტურული ცხოვრების სიყვარულს ნცირე ასაკიდან ეყრება საფუძველი. თოჯინების თეატრი ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…