ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში ლევან იზორიას გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრის, ლევან იზორიას გამოკითხვა მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. იზორია ამტკიცებს, რომ სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს გახსნა ტელევიზორიდან შეიტყო და 2019 წელს ტერიტორიების დაკარგვისა და საგუშაგოს გახსნის გამო პასუხისმგებლობას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს, რომელსაც ამ საქმეზე დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში ლევან იზორიას გამოკითხვა მიმდინარეობს
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში ლევან იზორიას გამოკითხვა მიმდინარეობსTV პირველი

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი, ლევან იზორია აძლევს ჩვენებას.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

ყოფილი მაღალჩინოსანი პროკურატურისთვის 2025 წლის 23 ივლისს მიცემულ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს გახსნა ტელევიზორიდან შეიტყო. ექსმინისტრმა მაშინ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ "ქართული ოცნების" განცხადებების მსგავსად თქვა, რომ 2019 წელს "ტერიტორიები დაიკარგა" და პასუხისმგებლობა გიორგი გახარია დააკისრა.

ლევან იზორია 2019 წელს თავდაცვის მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი იყო. ცნობისთვის, კანონის თანახმად, მას უფლება ჰქონდა, ამბის გაგებისთანავე საბჭოს შეკრება მოეთხოვა და რისკები გუნდთან ერთად განეხილა.

2019 წელს, ქართულ სოფელ ჩორჩანაში, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, პოლიციის საგუშაგოს აშენების გამო „ქართული ოცნება“ ყოფილ თანაგუნდელს, ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერ გიორგი გახარიას ადანაშაულებს.

20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ პრემიერ-მინისტრს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.