25-ზე მეტი ორგანიზაცია ეწინააღმდეგება ომბუდსმენის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას – განცხადება
26 არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას ეწინააღმდეგება და პასუხისმგებლობას ლევან იოსელიანს აკისრებს. ისინი ომბუდსმენთან შეხვედრას, რეორგანიზაციის დოკუმენტების გასაჯაროებასა და გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ.

26 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის აპარატაში რეორგანიზაციის საფუძველზე გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს. დოკუმენტზე ხელმოწერები გრძელდება.
„ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება თანმიმდევრულად აუქმებს გენდერული თანასწორობის სამართლებრივ და ინსტიტუციურ გარანტიებს, სახალხო დამცველის მიერ გენდერის დეპარტამენტის გაუქმება ვერ შეფასდება აპარატის ოპტიმიზაციად ან მხოლოდ შიდა ადმინისტრაციულ ცვლილებად.
ბოლო წლებში გაუქმდა გენდერული კვოტები, კანონმდებლობიდან წაიშალა სიტყვა „გენდერი“, დაიშალა შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები, ხოლო რეპრესიული კანონების შედეგად უკიდურესად შეიზღუდა ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესაძლებლობები.
სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში უნდა იყოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი განსაკუთრებით ძლიერი, დამოუკიდებელი და პრინციპული. როდესაც ხელისუფლება გენდერული თანასწორობის ინსტიტუტებს აუქმებს, სახალხო დამცველის მოვალეობაა მათ დასაცავად იბრძოლოს და არა თავად შეუერთდეს ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოშლის პროცესს“, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციების შეფასებით, დეპარტამენტის გაუქმება ასუსტებს კოორდინაციას, ანგარიშვალდებულებასა და გენდერულ საკითხებზე ინსტიტუციურ ფოკუსს.
მათივე განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ის, რაც თითქოს ყველას პასუხისმგებლობად გადანაწილდა, საბოლოოდ არავის უშუალო პასუხისმგებლობა აღარ აღმოჩნდეს.
„ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ექმნება ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების გენდერული ნიშნით შესწავლას, ცალკეული საქმეების მიღმა სისტემური პრობლემების დანახვასა და სახელმწიფო პოლიტიკის თანმიმდევრულ მონიტორინგს“, – აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
განცხადებაზე ხელმომწერები ითხოვენ:
„ლევან იოსელიანი პირადად შეხვდეს ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს და პასუხი გასცეს ჩვენს კითხვებს;
გასაჯაროვდეს რეორგანიზაციის საფუძვლად გამოყენებული შეფასებები და დოკუმენტები, რომლებიც ასაბუთებს გენდერის დეპარტამენტის გაუქმების აუცილებლობას;
საჯაროდ განიმარტოს, ვის გადაეცა დეპარტამენტის ფუნქციები, როგორ შენარჩუნდება სპეციალიზებული ექსპერტიზა და ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგებზე;
გადაიხედოს დეპარტამენტის გაუქმების გადაწყვეტილება და შენარჩუნდეს ქალთა უფლებების დაცვის ძლიერი, სპეციალიზებული და ანგარიშვალდებული ინსტიტუციური მექანიზმი“.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ქალთა მოძრაობა
2. საფარი
3. ქალები საქართველოდან
4. უფლებები საქართველო
5. Grlzwave
6. მედია ცენტრი კახეთი (MCK)
7. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
8. რაჭის სათემო ორგანიზაცია
9. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
10. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობა“
11. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
12. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
13. თბილისი პრაიდი
14. კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი
15. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
16. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
17. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
18. ასოციაცია „სოციალური ქოლგა“
19. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
20. ააიპ უხუცეს ქალთა საბჭო
21. მწვანე ალტერნატივა
22. ქალთა ფონდი „სოხუმი“
23. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
24. ასოციაცია „მერკური“
25. თანასწორობის მოძრაობა
26. ფონდი ტასო
იხილეთ ასევე:
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაცია დასრულდა – გაუქმდა 3 დეპარტამენტი
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ექმნება ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების გენდერული ნიშნით შესწავლას, ცალკეული საქმეების მიღმა სისტემური პრობლემების დანახვასა და სახელმწიფო პოლიტიკის თანმიმდევრულ მონიტორინგს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…