ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქალთა მოძრაობა განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებაზე

უფლებადამცველი ორგანიზაციები სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას აპროტესტებენ და პერსონალურ პასუხისმგებლობას ლევან იოსელიანს აკისრებენ. ისინი ომბუდსმენთან პირად შეხვედრას, რეორგანიზაციის დოკუმენტების გასაჯაროებასა და გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვენ.

ქალთა მოძრაობა განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებაზე
ქალთა მოძრაობა განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებაზეფორმულა

"ქალთა მოძრაობა"განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმების შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა რეორგანიზაციის ეგიდით გააუქმა გენდერის დეპარტამენტი.

მოძრაობის თქმით, ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება თანმიმდევრულად აუქმებს გენდერული თანასწორობის სამართლებრივ და ინსტიტუციურ გარანტიებს, სახალხო დამცველის მიერ გენდერის დეპარტამენტის გაუქმება ვერ შეფასდება აპარატის ოპტიმიზაციად ან მხოლოდ შიდა ადმინისტრაციულ ცვლილებად.

აღნიშნულია, რომ სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში უნდა იყოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი განსაკუთრებით ძლიერი, დამოუკიდებელი და პრინციპული. როდესაც ხელისუფლება გენდერული თანასწორობის ინსტიტუტებს აუქმებს, სახალხო დამცველის მოვალეობაა მათ დასაცავად იბრძოლოს და არა თავად შეუერთდეს ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოშლის პროცესს.

"ჩვენ, ქალთა უფლებებზე მომუშავე პროფესიონალები და ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ გადაწყვეტილებას.

ბოლო წლებში გაუქმდა გენდერული კვოტები, კანონმდებლობიდან წაიშალა სიტყვა „გენდერი“, დაიშალა შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები, ხოლო რეპრესიული კანონების შედეგად უკიდურესად შეიზღუდა ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესაძლებლობები...

გენდერული თანასწორობის საკითხების სხვა დეპარტამენტებზე გადანაწილება ვერ ჩაანაცვლებს სპეციალიზებულ ცოდნას, მგრძნობელობასა და ინსტიტუციურ მეხსიერებას. პირიქით, დეპარტამენტის გაუქმება ასუსტებს კოორდინაციას, ანგარიშვალდებულებასა და გენდერულ საკითხებზე ინსტიტუციურ ფოკუსს. არსებობს საფრთხე, რომ ის, რაც თითქოს ყველას პასუხისმგებლობად გადანაწილდა, საბოლოოდ არავის უშუალო პასუხისმგებლობა აღარ აღმოჩნდეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ რეორგანიზაციის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში სიტყვა „გენდერი“ საერთოდ არ არის ნახსენები", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები განმარტავენ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს. მათი თქმით, ომბუდსმენის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ინსტიტუციურ გარანტიებს ასუსტებს.

"სწორედ ამიტომ, გენდერის დეპარტამენტის გაუქმებასთან დაკავშირებით ვერ მივიღებთ მხოლოდ ფორმალურ ადმინისტრაციულ განმარტებას.

ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ექმნება ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების გენდერული ნიშნით შესწავლას, ცალკეული საქმეების მიღმა სისტემური პრობლემების დანახვასა და სახელმწიფო პოლიტიკის თანმიმდევრულ მონიტორინგს.

მოვითხოვთ:

ლევან იოსელიანი პირადად შეხვდეს ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს და პასუხი გასცეს ჩვენს კითხვებს.

გასაჯაროვდეს რეორგანიზაციის საფუძვლად გამოყენებული შეფასებები და დოკუმენტები, რომლებიც ასაბუთებს გენდერის დეპარტამენტის გაუქმების აუცილებლობას.

საჯაროდ განიმარტოს, ვის გადაეცა დეპარტამენტის ფუნქციები, როგორ შენარჩუნდება სპეციალიზებული ექსპერტიზა და ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგებზე.

გადაიხედოს დეპარტამენტის გაუქმების გადაწყვეტილება და შენარჩუნდეს ქალთა უფლებების დაცვის ძლიერი, სპეციალიზებული და ანგარიშვალდებული ინსტიტუციური მექანიზმი.

ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის მექანიზმები საქართველოში ათწლეულების ბრძოლის შედეგად შეიქმნა. მათი გაუქმება მყისიერად მოხდა, აღდგენას კი კვლავ წლების ბრძოლა დასჭირდება. სწორედ ამიტომ თითოეული ასეთი დანაკარგი განსაკუთრებით მძიმეა.

ხელისუფლებას შეუძლია გააუქმოს დეპარტამენტები, შეცვალოს კანონები და მოშალოს წლების განმავლობაში შექმნილი ინსტიტუციები, მაგრამ ამით ვერ გააუქმებს იმ ადამიანებს, რომლებმაც მათი შექმნისთვის იბრძოლეს და დღემდე აგრძელებენ ქალთა უფლებების დაცვას.

ჩვენ აქ ვართ და არ ვაპირებთ ჩუმად ვუყუროთ ათწლეულების ბრძოლის შედეგად მიღწეულის განადგურებას.

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ქალთა მოძრაობა

2. საფარი

3. ქალები საქართველოდან

4. უფლებები საქართველო

5. Grlzwave

6. მედია ცენტრი კახეთი (MCK)

7. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

8. რაჭის სათემო ორგანიზაცია

9. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

10. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობა“

11. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

12. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)

13. თბილისი პრაიდი

14. კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი

15. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

16. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

17. სოციალური სამართლიანობის ცენტრი

18. ასოციაცია „სოციალური ქოლგა“

19. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

20. ააიპ უხუცეს ქალთა საბჭო

21. მწვანე ალტერნატივა

22. ქალთა ფონდი „სოხუმი“

23. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის

24. ასოციაცია „მერკური“

25. თანასწორობის მოძრაობა

26. ფონდი ტასო

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციური25-ზე მეტი ორგანიზაცია ეწინააღმდეგება ომბუდსმენის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას – განცხადება
  2. ბათუმელებიოპოზიციური„ამ გადაწყვეტილებაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება ლევან იოსელიანს“- განცხადება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ, ქალთა უფლებებზე მომუშავე პროფესიონალები და ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ გადაწყვეტილებას. ბოლო წლებში გაუქმდა გენდერული კვოტები, კანონმდებლობიდან წაიშალა სიტყვა „გენდერი“, დაიშალა შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები, ხოლო რეპრესიული კანონების შედეგად უკიდურესად შეიზღუდა ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესაძლებლობები... გენდერული თანასწორობის საკითხების სხვა დეპარტამენტებზე გადანაწილება ვერ ჩაანაცვლებს სპეციალიზებულ ცოდნას, მგრძნობელობასა და ინსტიტუციურ მეხსიერებას. პირიქით, დეპარტამენტის გაუქმება ასუსტებს კოორდინაციას, ანგარიშვალდებულებასა და გენდერულ საკითხებზე ინსტიტუციურ ფოკუსს. არსებობს საფრთხე, რომ ის, რაც თითქოს ყველას პასუხისმგებლობად გადანაწილდა, საბოლოოდ არავის უშუალო პასუხისმგებლობა აღარ აღმოჩნდეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ რეორგანიზაციის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში სიტყვა „გენდერი“ საერთოდ არ არის ნახსენები“
„სწორედ ამიტომ, გენდერის დეპარტამენტის გაუქმებასთან დაკავშირებით ვერ მივიღებთ მხოლოდ ფორმალურ ადმინისტრაციულ განმარტებას. ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ექმნება ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების გენდერული ნიშნით შესწავლას, ცალკეული საქმეების მიღმა სისტემური პრობლემების დანახვასა და სახელმწიფო პოლიტიკის თანმიმდევრულ მონიტორინგს. მოვითხოვთ: ლევან იოსელიანი პირადად შეხვდეს ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს და პასუხი გასცეს ჩვენს კითხვებს. გასაჯაროვდეს რეორგანიზაციის საფუძვლად გამოყენებული შეფასებები და დოკუმენტები, რომლებიც ასაბუთებს გენდერის დეპარტამენტის გაუქმების აუცილებლობას. საჯაროდ განიმარტოს, ვის გადაეცა დეპარტამენტის ფუნქციები, როგორ შენარჩუნდება სპეციალიზებული ექსპერტიზა და ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგებზე. გადაიხედოს დეპარტამენტის გაუქმების გადაწყვეტილება და შენარჩუნდეს ქალთა უფლებების დაცვის ძლიერი, სპეციალიზებული და ანგარიშვალდებული ინსტიტუციური მექანიზმი. ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის მექანიზმები საქართველოში ათწლეულების ბრძოლის შედეგად შეიქმნა. მათი გაუქმება მყისიერად მოხდა, აღდგენას კი კვლავ წლების ბრძოლა დასჭირდება. სწორედ ამიტომ თითოეული ასეთი დანაკარგი განსაკუთრებით მძიმეა. ხელისუფლებას შეუძლია გააუქმოს დეპარტამენტები, შეცვალოს კანონები და მოშალოს წლების განმავლობაში შექმნილი ინსტიტუციები, მაგრამ ამით ვერ გააუქმებს იმ ადამიანებს, რომლებმაც მათი შექმნისთვის იბრძოლეს და დღემდე აგრძელებენ ქალთა უფლებების დაცვას. ჩვენ აქ ვართ და არ ვაპირებთ ჩუმად ვუყუროთ ათწლეულების ბრძოლის შედეგად მიღწეულის განადგურებას. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა გრძელდება“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაცია დასრულდა – გაუქმდა 3 დეპარტამენტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები