ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგი იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის 58-მილიონიანი პროგრამის ფარგლებში ოჯახების მონიტორინგი დაიწყო. მოკვლეული მასალის საფუძველზე კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემა დაიწყება, განაცხადების მიღება კი 2 ნოემბრამდე გრძელდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალური ინსტრუქცია გააცნეს.
საწყის ეტაპზე, რიგითობის შესაბამისად, განაცხადების მიღების პირველ დღეს შემოსული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა.
დღეიდან, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას, მთელი საქართველოს მასშტაბით, იწყებენ. მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება. პარალელურ რეჟიმში, პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება, 2 ნოემბრის ჩათვლით, გრძელდება.
მიმდინარე წელს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომდევნო წელს პროგრამა კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…