ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრომ დევნილი ოჯახების მონიტორინგი დაიწყო, რის შემდეგაც თითოეულ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება. პროგრამისთვის მიმდინარე წელს 58 მილიონი ლარია გამოყოფილი.

10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებს
10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი

დევნილებისთვის ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალური ინსტრუქცია გააცნეს.

უწყების ცნობითვე, საწყის ეტაპზე, რიგითობის შესაბამისად, განაცხადების მიღების პირველ დღეს შემოსული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა.

“დღეიდან, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას, მთელი საქართველოს მასშტაბით, იწყებენ. მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პარალელურ რეჟიმში, როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება, 2 ნოემბრის ჩათვლით, გრძელდება.

ოფიციალური ცნობით, მიმდინარე წელს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამაში ჩართვის მსურველებს განაცხადის შეტანა 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. განაცხადებები ქვეყნის მასშტაბით მდებარე იუსტიციის სახლებში მიიღება.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობა შეუძლია დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია არ მიუღია. კომპენსაციის ოდენობა დევნილის სტატუსის მქონე ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარია. თანხა განაცხადების მიღების რიგითობისა და პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსის გათვალისწინებით გაიცემა.

სააგენტოს ცნობით, პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მომდევნო წლებში კი დაფინანსება გაიზრდება. კომპენსაციის გაცემა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობისა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამის პარალელურად გაგრძელდება.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოში წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს საქართველოში 96 130 დევნილი ოჯახი იყო რეგისტრირებული. მათგან 48 640 ოჯახი გრძელვადიანად იყო განსახლებული, ხოლო 43 792 ოჯახს საცხოვრებლის მიღებაზე განაცხადი ჰქონდა შევსებული და გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

საცხოვრებლის მიღების მოლოდინი განსაკუთრებით მწვავეა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ავარიულ ან საცხოვრებლად შეუსაბამო შენობებში ცხოვრობენ.

„ჩემი ორი კლიენტი ბინის მიღებას ვეღარ მოესწრო“ – ადვოკატი, რომელიც დევნილებს ეხმარება

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება
  2. რუსთავი 2სამთავრობოფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგი იწყება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეიდან, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას, მთელი საქართველოს მასშტაბით, იწყებენ. მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება დღეიდან იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები