ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

GCCA-მ ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა, სადაც მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავება და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება განიხილეს.

GCCA-მ ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის დელეგაციას უმასპინძლა
GCCA-მ ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის დელეგაციას უმასპინძლარუსთავი 2

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAMR) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მიზანს ორ უწყებას შორის სამომავლო პარტნიორობის გაღრმავება წარმოადგენდა.

თბილისში გამართული შეხვედრა ირაკლი ლექვინაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მან დელეგატებს სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის მიმართულებები გააცნო, წარუდგინა სააგენტოს დეპარტამენტების შესაბამისი ხელმძღვანელები, ასევე სააგენტოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმეები კონკურენციის, მომხმარებლის უფლებებისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.

ჩინეთის დელეგაციის სახელით, მონაწილეებს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის პირველი დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჟაი იუნპენმა მიმართა.

მხარეებმა იმსჯელეს კონკურენციის პოლიტიკისა და კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობასა და სამომავლო პარტნიორობის მიმართულებებზე, კერძოდ, განიხილეს საერთაშორისო კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობები.

შეხვედრაზე განიხილეს GCCA-სა და SAMR-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საკითხი, ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და ფორმებზე, ასევე მემორანდუმის საბოლოო შეთანხმებისა და ხელმოწერისთვის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება შექმნის საფუძველს, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და სამომავლო კოორდინაციის ფორმირებისთვის.

ჩინეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ანტიმონოპოლიური პოლიტიკის პირველი და მეორე დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრა მხარეების შემაჯამებელი სიტყვით დასრულდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ირაკლი ლექვინაძე - მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთა ეფექტიანი დაცვა საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები