ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ სოხაძე: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს სამშენებლო პროცესები სკოლებთან მიმართებით, იმიტომ, რომ მართლაც ეგზისტენციალური გამოწვევაა ეს ოჯახებისთვის და ბავშვებისთვისაც, თუმცა ეს სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე

რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 166-ე საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი წლის ბოლოს გამოცხადდება, სამუშაოებს კი დაახლოებით 3 წელი დასჭირდება. მისი თქმით, სკოლების მშენებლობის პროცესის დაჩქარება ხარისხის ხარჯზე ვერ მოხდება და ხარისხზე პასუხისმგებელი პირადად თავად იქნება.

რევაზ სოხაძე: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს სამშენებლო პროცესები სკოლებთან მიმართებით, იმიტომ, რომ მართლაც ეგზისტენციალური გამოწვევაა ეს ოჯახებისთვის და ბავშვებისთვისაც, თუმცა ეს სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე
რევაზ სოხაძე: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს სამშენებლო პროცესები სკოლებთან მიმართებით, იმიტომ, რომ მართლაც ეგზისტენციალური გამოწვევაა ეს ოჯახებისთვის და ბავშვებისთვისაც, თუმცა ეს სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზეიმედინიუსი

რევაზ სოხაძემ „ღია ეთერში“ თბილისის 166-ე საჯარო სკოლაზე ილაპარაკა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დეტალური პასუხი გასცა ასოცირებული პროფესორის მაია გელაშვილის კითხვებს სკოლის დემონტაჟისა და მშენებლობის თარიღების შესახებ.

„უკვე წლის ბოლოსთვის მზად ვიქნებით, შესაბამისი პროექტით გამოვაცხადოთ სამშენებლო ტენდერი. როდესაც თქვენ ამბობთ - ვინ იქნება ხარისხზე პასუხისმგებელი, შემიძლია გიპასუხოთ, რომ ხარისხზე პასუხისმგებელი ვიქნები მე და მე გავუწევ კონტროლს იმას, რომ ყველა სკოლა ხარისხიანად აშენდეს. ხარისხი არის ჩვენთვის უპირველესი. ჩვენი ვარაუდით, ამ სკოლის მშენებლობას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება. მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაცემაში ვახსენე, რომ სკოლებში შეიძლება შენდებოდეს 3, 4, 5 წელი. ამ დროს გაივლი რომელიმე უბანში და უცბად ახლად აღმოცენებული 10-სართულიანი კორპუსი შეიძლება დაგხვდეს და შემდეგ ეს ჩემი ნათქვამი ბევრი სკოლის პედაგოგთან შეხვედრაზე უკან დამიტრიალდა და ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა სპეციფიკა განსხვავებულია, სტანდარტით სხვა არის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს სამშენებლო პროცესები სკოლებთან მიმართებით, იმიტომ, რომ მართლაც ეგზისტენციალური გამოწვევაა ეს ოჯახებისთვის და ბავშვებისთვისაც, თუმცა ეს სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე“, - განაცხადა მინისტრმა.

სოხაძემ მოდულური სკოლების პროექტზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ბევრისთვის ეს ქილიკის საგანი აღმოჩნდა. მინისტრმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება რეგიონებს, სადაც რეაბილიტაციის დროს ბავშვებს მეზობელ სოფლებში უწევთ სკოლაში სიარული. სოხაძის თქმით, მოთხოვნა ამ პროექტზე ძალიან დიდია და სამინისტროში უკვე იციან, სად იქნება პირველი 10 მოდულური სკოლა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკვე წლის ბოლოსთვის მზად ვიქნებით, შესაბამისი პროექტით გამოვაცხადოთ სამშენებლო ტენდერი. როდესაც თქვენ ამბობთ - ვინ იქნება ხარისხზე პასუხისმგებელი, შემიძლია გიპასუხოთ, რომ ხარისხზე პასუხისმგებელი ვიქნები მე და მე გავუწევ კონტროლს იმას, რომ ყველა სკოლა ხარისხიანად აშენდეს. ხარისხი არის ჩვენთვის უპირველესი. ჩვენი ვარაუდით, ამ სკოლის მშენებლობას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება. მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაცემაში ვახსენე, რომ სკოლებში შეიძლება შენდებოდეს 3, 4, 5 წელი. ამ დროს გაივლი რომელიმე უბანში და უცბად ახლად აღმოცენებული 10-სართულიანი კორპუსი შეიძლება დაგხვდეს და შემდეგ ეს ჩემი ნათქვამი ბევრი სკოლის პედაგოგთან შეხვედრაზე უკან დამიტრიალდა და ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა სპეციფიკა განსხვავებულია, სტანდარტით სხვა არის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს სამშენებლო პროცესები სკოლებთან მიმართებით, იმიტომ, რომ მართლაც ეგზისტენციალური გამოწვევაა ეს ოჯახებისთვის და ბავშვებისთვისაც, თუმცა ეს სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ სოხაძე თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები