ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოში „რუსულ კანონს“ რასაც უწოდებდნენ, ახლა ევროპის ბევრ ქვეყანას შეუტრიალდა ბუმერანგივით

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, საქართველოში რასაც „რუსულ კანონს“ უწოდებდნენ, ევროპას ბუმერანგივით შეუტრიალდა და ევროკავშირს მოუწევს პასუხის გაცემა, რა მიზნით ფინანსდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოში „რუსულ კანონს“ რასაც უწოდებდნენ, ახლა ევროპის ბევრ ქვეყანას შეუტრიალდა ბუმერანგივით
ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოში „რუსულ კანონს“ რასაც უწოდებდნენ, ახლა ევროპის ბევრ ქვეყანას შეუტრიალდა ბუმერანგივითპირველი არხი

ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების როლი არის რეფორმირებული და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისთვის რბილი ძალა გახდა. აქედან გამომდინარე, მათი დაფინანსებები ყოველთვის დახურული და დაფარული იყო. რთული აღსაქმელი იყო, რა საქმიანობა ხორციელდებოდა კარგი აბრის უკან. ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონი, — ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მსოფლიოში დღის წესრიგში დგას გამჭვირვალობის კანონის აქტუალობა.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არსებობს რაღაც ერთიანი მიზანი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქვეყნით, ვრცელდება დიდი რაოდენობის ქვეყნებზე და თავისი იდეოლოგიური გარკვეული ბაზა აქვს. ამ დაფინანსებებს იყენებენ სწორედ იმისთვის, რომ ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ ვითარებაში ჩარევა, ესკალაცია და სიტუაციის გაუარესება მოახდინონ. ზოგადად, ეს ყველაფერი მიმართულია ეროვნული სახელმწიფოების და მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. საქართველოში „რუსულ კანონს“ რასაც უწოდებდნენ, ახლა ევროპის ბევრ ქვეყანას შეუტრიალდა ბუმერანგივით. რაც შეეხება ევროკავშირს, ალბათ მას მოუწევს პასუხების გაცემა იმასთან დაკავშირებით, რა ხასიათის იყო ეს დაფინანსება და რა მიზნებისთვის არის გამოყენებული. ვხედავთ, რომ ევროპაში პოლიტიკური ძალები ითხოვენ არა ევროპის დაშლას, არამედ ევროპული პოლიტიკური ცხოვრების რეფორმირებას. ამას ვხედავთ იმ კრიზისულ ვითარებაში, რაც ევროპის ქვეყნებში ბოლო პერიოდში შეიქმნა, როცა ხალხი ქუჩებში გამოვიდა“, — განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არსებობს რაღაც ერთიანი მიზანი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქვეყნით, ვრცელდება დიდი რაოდენობის ქვეყნებზე და თავისი იდეოლოგიური გარკვეული ბაზა აქვს. ამ დაფინანსებებს იყენებენ სწორედ იმისთვის, რომ ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ ვითარებაში ჩარევა, ესკალაცია და სიტუაციის გაუარესება მოახდინონ. ზოგადად, ეს ყველაფერი მიმართულია ეროვნული სახელმწიფოების და მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. საქართველოში „რუსულ კანონს“ რასაც უწოდებდნენ, ახლა ევროპის ბევრ ქვეყანას შეუტრიალდა ბუმერანგივით. რაც შეეხება ევროკავშირს, ალბათ მას მოუწევს პასუხების გაცემა იმასთან დაკავშირებით, რა ხასიათის იყო ეს დაფინანსება და რა მიზნებისთვის არის გამოყენებული. ვხედავთ, რომ ევროპაში პოლიტიკური ძალები ითხოვენ არა ევროპის დაშლას, არამედ ევროპული პოლიტიკური ცხოვრების რეფორმირებას. ამას ვხედავთ იმ კრიზისულ ვითარებაში, რაც ევროპის ქვეყნებში ბოლო პერიოდში შეიქმნა, როცა ხალხი ქუჩებში გამოვიდა“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი ქადაგიშვილი: გამჭვირვალობის კანონები და ამ ტიპის რეგულაციები, რომლებიც ახლა უკვე დიდი ინტენსივობით მიიღება თითქმის ყველა ქვეყანაში, მიმართულია იქითკენ, რომ ეროვნული სუვერენიტეტი, დემოკრატია და საზოგადოება სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები