ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირი სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს

ევროკავშირმა დაგმო სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და განაცხადა, რომ არ ცნობს მათ იურიდიულ ძალას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს რუსეთის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია რეგიონზე კონტროლის განმტკიცებისა და შესაძლო ანექსიისკენ.

ევროკავშირი სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
ევროკავშირი სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობსნეტგაზეთი

სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს – მათში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების ჩათვლით- რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

“მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ევროკავშირი მტკიცედ გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომელთა მიზანია რუსეთის ოფიციალური პირის დანიშვნა საქართველოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, დე ფაქტო პრეზიდენტად; გამოხატავს წუხილს 2026 წლის 9 მაისს „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის გამო და მკაცრად გმობს რუსეთის განგრძობად მცდელობებს, განამტკიცოს კონტროლი – რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სასამართლო სფეროებში სამხრეთ ოსეთის ინტეგრირების საშუალებით.

ეს ზომები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და რუსეთის მიერ ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის სამომავლო უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები სისტემატურად აღრმავებს განხეთქილებას, უქმნის საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს”.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მუშაობის მეშვეობით.

ამასთან, ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ყველა ის ქმედება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსეთის მოქალაქე კამბოლოვი “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის” კანდიდატად წარადგინეს

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ — გამოხმაურება ევროპული სახელმწიფოებიდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები