საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარება. სამინისტროს განცხადებით, ეს ქმედებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
“იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს”.
რუსეთის მოქალაქე კამბოლოვი “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის” კანდიდატად წარადგინეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.
“საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საარჩევნო უბნების გახსნა და ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებას”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.
ამასთან, საქართველო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს
ბოჭორიშვილის უწყება ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო ე.წ. არჩევნებს გამოეხმაურა
„ვგმობთ“ და „კატეგორიულად ვგმობთ“ - საგარეო ოკუპირებული ცხივნალში ე.წ პრეზიდენტის, ცხინვალსა და სოხუმში...
საქართველოს საგარეო უწყება – ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს, ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის სტატუსს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი – ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის თავისუფალ ნებას და მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…