ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ — გამოხმაურება ევროპული სახელმწიფოებიდან

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის საელჩოები და ნორვეგიის საგარეო უწყება არ ცნობენ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. მათ დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში დიპლომატები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს ეწვივნენ და მეუფე ისაიას შეხვდნენ.

არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ — გამოხმაურება ევროპული სახელმწიფოებიდან
არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ — გამოხმაურება ევროპული სახელმწიფოებიდანნეტგაზეთი

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის საელჩოები საქართველოში, ასევე ნორვეგიის საგარეო უწყება აცხადებენ, რომ არ ცნობენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები, ასევე გერმანიის საელჩოს პირველი მდივანი, დღეს ე.წ. არჩევნების მიმდინარეობისას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდნენ, რათა პატივი მიეგოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მსხვერპლთა ხსოვნისთვის. მათ მოინახულეს ერგნეთის ომის მუზეუმი, ნიქოზის კლდეზე ცოცვის კლუბი, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, სადაც მეუფე ისაიას შეხვდნენ.

„ელჩებმა აღნიშნეს, რომ აგვისტოს ომის ტრაგედია არ უნდა მიეცეს დავიწყებას, და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

[…] 2008 წლის აგვისტოს მოვლენები არ უნდა დაგვავიწყდეს. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გაგრძელება და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ძალების განგრძობითი ყოფნა კვლავ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხლეჩს ადგილობრივ თემებს.

ჩვენი გზავნილი დღეს მკაფიოა: ეს ვიზიტი განხორციელდა ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ დროს, რომელთა შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ხსოვნა მხოლოდ წარსულის გახსენებას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმ ადამიანების გვერდით დგომას, რომლებიც ყოველდღიურად აგრძელებენ ოკუპაციის შედეგებთან ერთად თანაცხოვრებას“, — ნათქვამია საელჩოების განცხადებაში.

ე.წ. არჩევნებს X-ზე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო უწყებაც.

„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დღეს გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ ჩვენ არ ვაღიარებთ“, — ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მოქალაქე კამბოლოვი “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის” კანდიდატად წარადგინეს

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბრიტანეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები