ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ევროკავშირი – არ ვცნობთ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონ სამხრეთ ოსეთში, ე.წ. არჩევნები ჩატარდა, შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს

ევროკავშირმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც არ ცნობს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების სამართლებრივ ჩარჩოებსა და შედეგებს, აცხადებს რა, რომ მათ იურიდიული ძალა არ აქვთ. ევროკავშირი ასევე გმობს რუსეთის ქმედებებს და მიიჩნევს, რომ ეს ზომები რეგიონულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და ანექსიისკენ არის მიმართული.

ევროკავშირი – არ ვცნობთ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონ სამხრეთ ოსეთში, ე.წ. არჩევნები ჩატარდა, შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს
ევროკავშირი – არ ვცნობთ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონ სამხრეთ ოსეთში, ე.წ. არჩევნები ჩატარდა, შედეგს იურიდიული ძალა არ აქვსპირველი არხი

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, მათში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების ჩათვლით, რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, – ამის შესახებ ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, არჩევნების შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

„ევროკავშირი მტკიცედ გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომელთა მიზანია რუსეთის ოფიციალური პირის დანიშვნა საქართველოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, დე ფაქტო პრეზიდენტად; გამოხატავს წუხილს 2026 წლის 9 მაისს „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის გამო და მკაცრად გმობს რუსეთის განგრძობად მცდელობებს, განამტკიცოს კონტროლი – რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სასამართლო სფეროებში სამხრეთ ოსეთის ინტეგრირების საშუალებით. ეს ზომები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და რუსეთის მიერ ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის სამომავლო უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები სისტემატურად აღრმავებს განხეთქილებას, უქმნის საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მუშაობის მეშვეობით. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ყველა ის ქმედება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.