ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა

2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი გახდა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა.

2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდასპორტალი

26 ოქტომბერს, ლონდონში, პალადიუმის თეატრში, "ოქროს ბურთის" რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მამაკაცთა შორის ფეხბურთში წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა.

33 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "ბაიერნთან" ერთად ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი მოიგო. ინგლისელმა "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 51 მატჩში თავი 61 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

ჰარი კეინი გახდა მეხუთე ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო - აქამდე ტიტულს სტენლი მეთიუსი, ბობი ჩარლტონი, კევინ კიგანი დაეუფლნენ.

ქალთა შორის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ესპანელი ფეხბურთელი ალექსია პუტელიასი გახდა. მან აღნიშნული ჯილდო კარიერაში მესამედ მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა, რითაც ქართველმა ფეხბურთელმა თავისი წინა ორი შედეგი გააუმჯობესა, 2025 წელს "კვარა" მე-12 პოზიციაზე, ხოლო 2023 წელს მე-17 ადგილზე გავიდა.

2026 წლის "ოქროს ბურთის" ათეული ასე გამოიყურება:

1. ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი)

2. კილიან მბაპე (მადრიდის რეალი)

3. ლამინ იამალი (ბარსელონა)

4. როდრი (ბარსელონა)

5. ლიონელ მესი (მაიამის ინტერი)

6. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

7. უსმან დემბელე (პსჟ)

8. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

9. მაიკლ ოლისე (მიუნხენის ბაიერნი)

10. ფაბიან რუისი (პსჟ)

სხვა ნომინაციები

2026 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლამინ იამალი

2026 წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა ფეხბურთში - პერე რომეუ

2026 წლის საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცთა შორის - ლუის დე ლა ფუენტე

2026 წლის საუკეთესო ქალი მეკარე - კატა კოლი

2026 წლის საუკეთესო მამაკაცი მეკარე - უნაი სიმონი

2026 წლის საუკეთესო გუნდი გოგონებში - "ბარსელონა"

2026 წლის საუკეთესო გუნდი მამაკაცთა შორის - "პარი სენ ჟერმენი"

2026 წლის საუკეთესო ფორვარდი - ჰარი კეინი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოჰარი კეინი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-6 ადგილზე გავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები