ჰარი კეინი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა
მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა 2025/26 წლების სეზონის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო — „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. ცერემონია ლონდონში France Football-ის ორგანიზებით გაიმართა.

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა 2025/26 წლების სეზონის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო - „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. ფრანგული გამოცემა France Football-ის მიერ ორგანიზებული დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა.
გასულ სეზონში კეინმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 51 მატჩში 61 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუნხენურ კლუბთან ერთად მან გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო.
ინგლისელი თავდამსხმელი გერმანიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და „ოქროს ბუციც“ დაისაკუთრა, რომელიც ევროპული ჩემპიონატების ყველაზე შედეგიან ფეხბურთელს გადაეცემა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში ჰარი კეინმა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ტურნირზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში ფორვარდმა თავი 6 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…