ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა, რომ მისი პარტია არჩევნებში „სტუდენტურ სიასთან“ დამარცხდა
ალექსანდრ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, სტუდენტები 250-ადგილიან პარლამენტში 135-140 მანდატს მოიპოვებენ, ხოლო „სერბეთის პროგრესული პარტია“ — 105 ადგილს.

ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა, რომ მისი პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია”, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, “სტუდენტურმა სიამ” კი გაიმარჯვა. „ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა“, – განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში.
მისი თქმით, წინასწარი შედეგების თანახმად, სტუდენტებს 250-ადგილიან პარლამენტში 135-140-მდე ადგილი ექნებათ, მის პარტიას – „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ – კი 105 ადგილი.
ვუჩიჩის მიერ ამ განცხადების გაკეთებიდან მალე ბელგრადის ქუჩები ზეიმმა მოიცვა. ქალაქის მთავარ გამზირებზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა; ისმოდა მანქანების საყვირების ხმა, ხალხი ცეკვავდა, სტუდენტები კი სკანდირებდნენ: „გამარჯვება!“ და „მორჩა, დამთავრდა!“.
ვუჩიჩი სერბეთის პოლიტიკაში 2014 წლიდან დომინირებს, როგორც პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. თუმცა, სექტემბერში მან ვადამდელი არჩევნები დანიშნა ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ორწლიანი დემონსტრაციების შემდეგ, რომელიც 2024 წელს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი აპროტესტებდნენ ქვეყანაში კორუფციისა და ავტორიტარიზმის ნელ-ნელა დამკვიდრებას. სერბეთში საპარლმენტო არჩევნებში გუშინ ჩატარდა. არჩევნებში ამომრჩევლების ისტორიულად მაღალი, თითქმის 70-პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
სერბეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი პრეზიდენტი ვუჩიჩი და სტუდენტური სია
19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%
- ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა, ვუჩიჩმა აღიარა დამარცხება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…