ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბულგარეთი ევროკავშირში საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია და მასთან პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება მნიშვნელოვანია.

მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები
მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირებიპირველი არხი

ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები.

„აღსანიშნავია ეს ვიზიტი, რადგან პირველი შესაძლებლობა მქონდა მინისტრის რანგში ვწვეოდი ბულგარეთს და მქონოდა შეხვედრები ჩემს კოლეგა მინისტრებთან. შევხვდი ვიცე-პრემიერ მინისტრს, ასევე მოკლე გასაუბრება მქონდა პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის აქტუალური წარმართვა როგორც ორმხრივ, ისე ევროკავშირის კონტექსტში და, რა თქმა უნდა, ის პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება, რაც სჭირდება ორივე ქვეყანას. ინტერესი ნამდვილად არის ბულგარეთის მხრიდან, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება მოხდეს და საქართველოს მხრიდანაც იგივე ინტერესი არსებობს, რომ ბულგარეთთან ჰქონდეს აქტიური, პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური თანამშრომლობა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთი ის ქვეყანაა, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, სწორედ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე რომ ვსაუბრობთ, ეს ის პრაქტიკული შედეგებია, რაც თან ახლავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. თავად ეს ვიზიტი განხორციელდა სოფიის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ დელფოსის ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ასევე გეგმავს გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში და მჭიდრო თანამშრომლობას მომავალში საქართველოსთან. ამ ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ჩვენ ვისაუბრეთ სწორედ დაკავშირებადობის საკითხზე, მედეგობაზე, რეგიონის გამოწვევებზე, შავი ზღვის რეგიონის გამოწვევებზე, უსაფრთხოების გარემოზე და ბულგარეთოს საგარეო საქმეთან მინისტრთან ერთად სწორედ ამ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა მსჯელობა საქართველოსა და ბულგარეთს შორის კავშირების მნიშვნელობაზე და მის როლზე რეგიონული დაკავშირებადობის ნაწილში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღსანიშნავია ეს ვიზიტი, რადგან პირველი შესაძლებლობა მქონდა მინისტრის რანგში ვწვეოდი ბულგარეთს და მქონოდა შეხვედრები ჩემს კოლეგა მინისტრებთან. შევხვდი ვიცე-პრემიერ მინისტრს, ასევე მოკლე გასაუბრება მქონდა პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის აქტუალური წარმართვა როგორც ორმხრივ, ისე ევროკავშირის კონტექსტში და, რა თქმა უნდა, ის პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება, რაც სჭირდება ორივე ქვეყანას. ინტერესი ნამდვილად არის ბულგარეთის მხრიდან, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება მოხდეს და საქართველოს მხრიდანაც იგივე ინტერესი არსებობს, რომ ბულგარეთთან ჰქონდეს აქტიური, პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური თანამშრომლობა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთი ის ქვეყანაა, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, სწორედ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე რომ ვსაუბრობთ, ეს ის პრაქტიკული შედეგებია, რაც თან ახლავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. თავად ეს ვიზიტი განხორციელდა სოფიის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ დელფოსის ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ასევე გეგმავს გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში და მჭიდრო თანამშრომლობას მომავალში საქართველოსთან. ამ ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ჩვენ ვისაუბრეთ სწორედ დაკავშირებადობის საკითხზე, მედეგობაზე, რეგიონის გამოწვევებზე, შავი ზღვის რეგიონის გამოწვევებზე, უსაფრთხოების გარემოზე და ბულგარეთოს საგარეო საქმეთან მინისტრთან ერთად სწორედ ამ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა მსჯელობა საქართველოსა და ბულგარეთს შორის კავშირების მნიშვნელობაზე და მის როლზე რეგიონული დაკავშირებადობის ნაწილში“
მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი "სოფიას ეკონომიკურ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები