ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა • POSTV

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით, აგრეთვე ევროკავშირთან ურთიერთობები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა • POSTV
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა • POSTVPOSTV

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების, თანამშრომლობის გაღრმავებაზე არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობები და ამ პროცესში მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა • POSTVწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები