პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი – ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის თავისუფალ ნებას და მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველსა და ლეგიტიმურობას, რადგან ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი – ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის თავისუფალ ნებას და მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს
პირველი არხი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიმოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს და ლეგიტიმურობას.

„ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განხორციელების პირობებში, როდესაც რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები უხეშად და სისტემატურად ირღვევა, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის თავისუფალ ნებას და შესაბამისად, მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს და ლეგიტიმურობას.

საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გაცხადებული პოლიტიკისა და პრინციპების ერთგული რჩება, რომლის განუყოფელი ნაწილია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, რაც კონფლიქტის შედეგად ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოსაგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს
  2. TV პირველიოპოზიციურიბოჭორიშვილის უწყება ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო ე.წ. არჩევნებს გამოეხმაურა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ვგმობთ“ და „კატეგორიულად ვგმობთ“ - საგარეო ოკუპირებული ცხივნალში ე.წ პრეზიდენტის, ცხინვალსა და სოხუმში...
  4. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს საგარეო უწყება – ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს, ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის სტატუსს
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურისაგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
EU: სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები