ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ზოგადად, კონტროლი ხდება…” – კობახიძე საბავშვო ბაღებზე

ქართული ოცნების ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარეობს კონტროლი და შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ, იყო თუ არა კომპანიის ბრალეულობა, რის შემდეგაც პასუხისმგებლობა დადგება.

„ზოგადად, კონტროლი ხდება…” – კობახიძე საბავშვო ბაღებზე
„ზოგადად, კონტროლი ხდება…” – კობახიძე საბავშვო ბაღებზეალია

ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა და თქვა:

„ზოგადად, კონტროლი ხდება. არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას.

როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს მე წინ ვერ გავუსწრებ. მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება. თუმცა, ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას, უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და შემდეგ შეგვეძლება გავაკეთოთ კომენტარი“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბაღებში ინტოქსიკაციაზე გამოძიება დაიწყო - 7 საჯარო ბაღში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციითა და რისკების დაზღვევის მიზნით, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები