ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე ბაგა-ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტებზე პირველ კომენტარს აკეთებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბაგა-ბაღებში ბავშვების შესაძლო მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ნაადრევია მტკიცებით ფორმაში საუბარი იმის შესახებ, გამოიწვია თუ არა პრობლემა საკვებმა. მისი თქმით, ბაღებში არცერთი პროდუქტი ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შედის და მერია შესაბამისი სამსახურების მოკვლევას ელოდება.

კახა კალაძე ბაგა-ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტებზე პირველ კომენტარს აკეთებს
კახა კალაძე ბაგა-ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტებზე პირველ კომენტარს აკეთებსალია

“მტკიცებით იმის თქმა, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც ამის გამორიცხვა არასწორია”, – ეს არის კახი კალაძის პირველი კომენტარი მერიის ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ.

თბილისის მერი დღეს მედიასთან ასევე ირწმუნებოდა, რომ არცერთი პროდიქტი ბაგა-ბაღებში ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შედის.

“პირველ რიგში, მინდა ბავშვებს ჯანმრთელობა ვუსურვო. მე მშობლების შეშფოთებაც აბსოლუტურად მესმის, იმიტომ, რომ, ყველა მშობელი ვართ და თითოეულუი ჩვენგანისთვის, ბავშვები არის განსაკუთრებული. პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა – მზრუნველობა ბავშვებზე. დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული, ეს იქნებოდა არასწორი. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას და შედეგად, რა თქმა უუნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ბაღებში 60 000-ზე მეტი აღსაზრდელი გვყავს და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს საუბარია 50 თუ 100 ბავშვზე, ერთი ბავშვის ჯანმრთელობის უსაფრთხოება არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი და იგივე მიდგომა იქნებოდა, თუნდაც ერთი ბავშვის შემთხვევაც რომ დაფიქსირებულიყო. ეს მეტყველებს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

2023 წლიდან დავნერგეთ ასპის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მწარმოებლიდან, მომწოდებლიდან ბოლო ბენეფიციარამდე სრული კონტროლი განხორციელდეს საკვები პროდუქტების. სრული პასუხისმგებნლობით ვამბობ, რომ არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება, თუ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ შემოწმებული ოქმები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ არცერთ პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები.

დაველოდოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა კალაძემ.

უკვე ორი დღეა ბაღებში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ ჯერ საზოგადოებისთვის ისევ არ არის ცნობილი – რამ მოწამლა ბავშვები და ვინ არის პასუხისმგებელი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირველ რიგში, მინდა ბავშვებს ჯანმრთელობა ვუსურვო. მე მშობლების შეშფოთებაც აბსოლუტურად მესმის, იმიტომ, რომ, ყველა მშობელი ვართ და თითოეულუი ჩვენგანისთვის, ბავშვები არის განსაკუთრებული. პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა – მზრუნველობა ბავშვებზე. დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული, ეს იქნებოდა არასწორი. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას და შედეგად, რა თქმა უუნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ბაღებში 60 000-ზე მეტი აღსაზრდელი გვყავს და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს საუბარია 50 თუ 100 ბავშვზე, ერთი ბავშვის ჯანმრთელობის უსაფრთხოება არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი და იგივე მიდგომა იქნებოდა, თუნდაც ერთი ბავშვის შემთხვევაც რომ დაფიქსირებულიყო. ეს მეტყველებს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. 2023 წლიდან დავნერგეთ ასპის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მწარმოებლიდან, მომწოდებლიდან ბოლო ბენეფიციარამდე სრული კონტროლი განხორციელდეს საკვები პროდუქტების. სრული პასუხისმგებნლობით ვამბობ, რომ არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება, თუ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ შემოწმებული ოქმები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ არცერთ პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები. დაველოდოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კახა კალაძე – ბაგა-ბაგების აღსაზრდელების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია, ყველა ცილისწამებაზე სამართლებივი რეაგირება უნდა მოხდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები