ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ირაკლი კობახიძე – მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის მიზეზი, იყო თუ არა კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა, ამ შემთხვევაში დადგება მათი პასუხისმგებლობაც

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ, რა გახდა თბილისის ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის მიზეზი და იყო თუ არა კომპანიების ბრალეულობა, რათა მათი პასუხისმგებლობა დადგეს. ოფიციალური ინფორმაციით, ინტოქსიკაციის ნიშნებით 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელმა და ერთმა აღმზრდელმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს, საგამოძიებო სამსახურმა კი გამოძიება დაიწყო.

ირაკლი კობახიძე – მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის მიზეზი, იყო თუ არა კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა, ამ შემთხვევაში დადგება მათი პასუხისმგებლობაც
ირაკლი კობახიძე – მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის მიზეზი, იყო თუ არა კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა, ამ შემთხვევაში დადგება მათი პასუხისმგებლობაცპირველი არხი

მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის მიზეზი, როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა.

„არის კონკრეტული კომპანია, რომელიც მთელი დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას. როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება, თუმცა ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას. უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და ამის შემდეგ შეგვეძლება, რომ კონკრეტული კომენტარი გავაკეთოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. საგამოძიებო სამსახურმა ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამასთან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს მუშაობას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არის კონკრეტული კომპანია, რომელიც მთელი დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას. როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება, თუმცა ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას. უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და ამის შემდეგ შეგვეძლება, რომ კონკრეტული კომენტარი გავაკეთოთ“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.