"სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება წულუკიანის კომისიის დასკვნაა" - "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო...
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ენმ-ის წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია და პროდასავლური ოპოზიციის ბითუმად აკრძალვაა.

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით "ქართული ოცნების" სარჩელი განიხილება, დღეს 26 ოქტომბერს სხდომა ახსნა-განმარტებების ეტაპზე გადავიდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლის არჩილ გორდულაძის სიტყვის შემდეგ, თავისი შესაგებელი პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა წარმოადგინა.
ბიბილაშვილმა, დაახლოებით საათნახევრიან სიტყვაში მომოიხილა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში 2003 წლიდან მოყოლებული განხორციელებული პროქტები და "დამსახურებები".
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სადავო პარლამენტში დრობითი საგამოძიებო კომისიის - ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნას (2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია) რომელიც მისი, სიტყვებით საქმეში არსებული ერთადერთი მტკიცებულებაა და არა რაიმე სისხლის სამართლის საქმის განაჩენები.
ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო დაპირება იყო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმთავითვე გაცხადებული მიზნით - ველის მოსუფთავება ახალი პოლიტიკური ძალებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეყრდნობა მთელ რიგ ბრალდებებს, რომლებიც სასამართლოს მიერ დადასტურებული არ არის. ავტორები არგუმენტებს ძირითადად "წულუკიანის კომისიის" სახელით ცნობილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე აფუძნებენ.
სარჩელში, „არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე“ უარის თქმა შეფასებულია საბოტაჟად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
აქვე ბიბილაშვილმა განმარტა, რომ ეს ერთადერთი მტკიცებულებაც მოსარჩელემ თავად შექმა, ცალმხრივად, რიგ შემთხვევებში გამოსაკვლევი ფაქტებთან შემხებლობაში მყოფი ადამიანების გამოუკითხავად
„სარჩელის ყველა ბრალდება ერთი და იგივე ფორმულირებით მთავრდება: „აღნიშნული გარემოება დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით“ ანუ, სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო, ეს არის მთელი ჩვენი პროცესი. თვითონ შექმნეს და მე რასაც ახლა ვამბობ, მე რომ გუშინ ვთქვი, იმას დაეყრდენითო“, - თქვა ბიბილაშვილმა.
ამასთან ბიბილაშვილის თქმით, დასკვა სავსეა შეფასებებით და არა ფაქტებით:
"მაგალითად იმ კომისიის დასკვაში ფსიქო-ანალიტიკური წიაღვლებია,როცა მოპასუხე პარტია, რაღაც გადაწყვეტლებას იღებდა სინამდვილეში რა იყო მისი მიზანი - პირველადი, მეორადი მიზანი და რის გამო აკეთებდა ამას ფაქტები კი არ არის. არამედ არის შეფასებები და ეს შეფასებები არაფერს არ ეყრდნობა", - თქვა ბიბილაშვილმა.
მთლიანობაში მისი შეფასებით, სარჩელის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია და კიდევ ერთი მიზანი კი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ განუსაზღვრელი ვადით დარჩენაა.
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, სარჩელის მიზანს წარმოადგენს რუსეთის მტკიცების დადასტურებას რომ "2008 წლის მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური, რადგან ამის საფუძველი შექმნა საქართველომ. შედეგი იქნება ზუსტად ეს. რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე“, – თქვა ბიბილაშვილმა.
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებმა ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მოსარჩელეებს მოჰყავთ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და 2009 წლის ტალიავინის საერთაშორისო მისიის ანგარიში.
ბიბილაშვილის ისაუბრა ასევე, რომ მოსარჩელე მხარე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიას ერთმანთთან აიგივებს და მათ შორის "ზღვარს არ ავლებს".
"შედეგად, კონსტიტუციური წესწყობილება ჩანაცვლებულია მმართველი პარტიის ძალაუფლებით“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.
ზაზა ბიბილაშვილის სიტყვის შეჯამება
"ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ... მოქმედი სტანდარტით და გაიგლაინით, პარტიების აკრძალვა უნდა იყოს არა მათი დასჯა, არამედ მყისიერი საფრთხისგან თავის დაცვა, სახელმწიომ უნდა დაასაბუთოს პარტიის აკრძალვის გადაუდებელი საზოგადოებრივი აუცილებლობა, ჩვენ შემთხვევაში ართუ არაფერი მსგავსი არ დაუდასტურებია მოსარჩელეს,არამდე მოსარჩელე აპირებს ბითუმად აკრძალოს პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიცია, ყველა ვინც 2024 წლის არჩევნებში საარჩევნო ბარიერი გადალახა", - თქვა ბიბილაშვილმა.
მისი სიტყვებით, ოპოზიციის აკრძალვა არა საზოგადოებრივი საჭიროება არამედ "ოცნების პოლიტიკური ნებაა" და შესაბამისად მიაჩნიათ, რომ "სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს".
ამასთან ბიბილაშვილმა სასამართლოს მიმართა, რომ იმოქმედონ ისე როგორც სურთ რომ მოექცნენ მათივე შვილები.
"როგორც გინდათ, რომ შეხვიდეთ ისტორიაში. იმოქმედეთ იმ სტანდარტით, რომლითაც გინდათ მოგექცნენ ისინი, ვინც მოვლენ თქვენს შემდეგ. ხშირად ავტორიტარიზმის მსახურთა იმედი, რომელით მათ უკეთური ძალების მსახურების საშუალებას აძლევს არის ის, რომ დემოკრატიული ძალები მათ დემოკრატიული და არა მათ მიერვე დადგენილი სტანდარტით მიუდგებიან. თუმცა, ოცნების 14-წლიანი მმართველობის შედეგად ქართულ საზოგადოებაში გეომეტრიული პროგრესიით მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ მანკიერი პრაქტიკის დაძლევის მომხრე არიან და მხარს უჭერენ, იმას, რომ მომავალში ყველა მათ მიერვე დადგენილი სამართლებრივი სტანდარტით და მათ მიერვე დადგენილი პრეცედენტებით იქნან განკითხული პოლიტიკური თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, რათა ერთხელ და სამუდამოთ თავი დავაღწიოთ იმ ე.წ. მოჯადოებულ წრეს, რომელშიც ჩვენმა მტერმა - რუსეთის ფედერაციამ მოგვაქცია", - დაასრულა თავისი სიტყვა ზაზა ბიბილაშვილმა.
მას მოსამართლეთა პლენუმის თავმჯდმარემ რევაზ ნადარაიამ "კორექტულობისკენ" მოუწოდა და ჰკითხა, როგორ უნდა აღექვა ეს სიტყვები "ზეწოლის მცდელობად?"
"რას ემსახურებოდა ეს მომართვა?... თქვენი მორალის წაკითხვა არავის არ სჭირდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი, რეგლამენტი, ჩვენი მანდატი და გადაწყვეტლებას მივიღებთ კონსტიტუციიდან გამომდინარე", - თქვა ნადარაიამ.
მას ბიბილაშვილმა დაუდასტურა, რომ არ გააჩნია სასამართლოზე ზეწოლის ბერკეტი.
სასამართლოს მომდევნო სხდომა 27 ოქტომბერს 11:00 საათზე გაგრძელდება "ერთიანი ნაციონალური მორძაობის" სხვა წარმომადგენლების ახსნა- განმარტებით.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.
გასულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი „ქართული ოცნებაა“, დანარჩენი ოთხის („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“) აკრძალვას კი ის თავად მოითხოვს.
დამატებით, სარჩელი შეეხება „ფედერალისტებსაც“, რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„სარჩელის ყველა ბრალდება ერთი და იგივე ფორმულირებით მთავრდება: „აღნიშნული გარემოება დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით“ ანუ, სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო, ეს არის მთელი ჩვენი პროცესი. თვითონ შექმნეს და მე რასაც ახლა ვამბობ, მე რომ გუშინ ვთქვი, იმას დაეყრდენითო“
„მაგალითად იმ კომისიის დასკვაში ფსიქო-ანალიტიკური წიაღვლებია,როცა მოპასუხე პარტია, რაღაც გადაწყვეტლებას იღებდა სინამდვილეში რა იყო მისი მიზანი - პირველადი, მეორადი მიზანი და რის გამო აკეთებდა ამას ფაქტები კი არ არის. არამედ არის შეფასებები და ეს შეფასებები არაფერს არ ეყრდნობა“
„2008 წლის მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური, რადგან ამის საფუძველი შექმნა საქართველომ. შედეგი იქნება ზუსტად ეს. რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე“
„შედეგად, კონსტიტუციური წესწყობილება ჩანაცვლებულია მმართველი პარტიის ძალაუფლებით“
„ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ... მოქმედი სტანდარტით და გაიგლაინით, პარტიების აკრძალვა უნდა იყოს არა მათი დასჯა, არამედ მყისიერი საფრთხისგან თავის დაცვა, სახელმწიომ უნდა დაასაბუთოს პარტიის აკრძალვის გადაუდებელი საზოგადოებრივი აუცილებლობა, ჩვენ შემთხვევაში ართუ არაფერი მსგავსი არ დაუდასტურებია მოსარჩელეს,არამდე მოსარჩელე აპირებს ბითუმად აკრძალოს პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიცია, ყველა ვინც 2024 წლის არჩევნებში საარჩევნო ბარიერი გადალახა“
„როგორც გინდათ, რომ შეხვიდეთ ისტორიაში. იმოქმედეთ იმ სტანდარტით, რომლითაც გინდათ მოგექცნენ ისინი, ვინც მოვლენ თქვენს შემდეგ. ხშირად ავტორიტარიზმის მსახურთა იმედი, რომელით მათ უკეთური ძალების მსახურების საშუალებას აძლევს არის ის, რომ დემოკრატიული ძალები მათ დემოკრატიული და არა მათ მიერვე დადგენილი სტანდარტით მიუდგებიან. თუმცა, ოცნების 14-წლიანი მმართველობის შედეგად ქართულ საზოგადოებაში გეომეტრიული პროგრესიით მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ მანკიერი პრაქტიკის დაძლევის მომხრე არიან და მხარს უჭერენ, იმას, რომ მომავალში ყველა მათ მიერვე დადგენილი სამართლებრივი სტანდარტით და მათ მიერვე დადგენილი პრეცედენტებით იქნან განკითხული პოლიტიკური თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, რათა ერთხელ და სამუდამოთ თავი დავაღწიოთ იმ ე.წ. მოჯადოებულ წრეს, რომელშიც ჩვენმა მტერმა - რუსეთის ფედერაციამ მოგვაქცია“
„რას ემსახურებოდა ეს მომართვა?... თქვენი მორალის წაკითხვა არავის არ სჭირდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი, რეგლამენტი, ჩვენი მანდატი და გადაწყვეტლებას მივიღებთ კონსტიტუციიდან გამომდინარე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…