ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბიბილაშვილი: საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება წულუკიანის კომისიის დასკვნაა — აკინძული „ასავალ-დასავალი“

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტისაქართველოს პროკურატურა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება საპარლამენტო კომისიის დასკვნაა, რომელსაც მან „აკინძული ასავალ-დასავალი“ და „ბელეტრისტიკა“ უწოდა.

ბიბილაშვილი: საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება წულუკიანის კომისიის დასკვნაა — აკინძული „ასავალ-დასავალი“
ბიბილაშვილი: საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება წულუკიანის კომისიის დასკვნაა — აკინძული „ასავალ-დასავალი“ნეტგაზეთი

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ზაზა ბიბილაშვილის თქმით, პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელში წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება თავად „ქართული ოცნების“ მიერვე შექმნილი, წულუკიანის კომისიის დასკვნაა და არა სისხლის სამართლებრივი განაჩენები.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ბიბილაშვილმა ჩამოთვალა „ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის დანართები:

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა;

პარტიების სარეგისტრაციო მოწმობები;

ბაჟის გადახდის ქვითარი;

სარჩელის ელექტრონული ვერსია.

„საზოგადოებას რომ ესმოდეს, ერთი მტკიცებულებაა, ერთი — დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ქართული დოქტრინის მიხედვით, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შემოწმება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლიანი ანალიზის გარეშე. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის აუცილებელია სათანადო არგუმენტაცია წარმოდგენილი იყოს უშუალოდ სარჩელში, ხოლო ბმული ინფორმაციის შემცველი ობიექტი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი მტკიცებისგან თავისუფალ, მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილ და საკონსტიტუციო სასამართლოს აქტით დადგენილ ფაქტებს ცნობს და არა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ვითომცდა დადგენილ ფაქტებს“, — განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ამისგან განსხვავებით, მისი თქმით, კონსტიტუციური სარჩელი ხელაღებით ამტკიცებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა და განავითარა მკვლელობების და სხვაგვარი ძალადობის სისტემა, დაარღვია ადამიანის უფლებები, ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩამოთვლის 27 საქმეს, რომელთაგან თითოეულის ერთადერთი წყარო და მტკიცებულება არის ამ საგამოძიებო კომისიის დასკვნის პარაგრაფები.

„არცერთ შემთხვევაში არ არის დასახელებული სისხლის სამართლის განაჩენი, რომლითაც ვინმე იმ დანაშაულებში, რომლის გამოც უნდა აიკრძალოს აქ წარმოდგენილიყო პოლიტიკური პარტიები, არ არის მოხმობილი. არსებითად, ეს დასკვნა სხვა არაფერია, თუ არა ერთ დოკუმენტად აკინძული ასავალ-დასავალი ბეჭდური. ეს რაღაც ბელეტრისტიკაა, ასეთს წელიწადში სამს ან ათს გამოვცემ, თუ მომინდა. არანაირი ღირებულება არ გააჩნია დასკვნას, სადაც ფსიქოლოგიური წიაღსვლები, კომისიის თავმჯდომარის მიერ დამთავრებული მოწმის წინადადებები, პოლიტიკური შეფასებები და ასე შემდეგ“, — განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მოსამართლე ევა გოცირიძე მას ჩაეკითხა კომისიის დასკვნაში მითითებულ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე, რაზეც ბიბილაშვილმა უპასუხა, რომ ეს საქმეები დართული არაა საკონსტიტუციო სარჩელზე, ასევე, თუ წულუკიანის კომისიამ გამოავლინა კონკრეტული დანაშაულები საქმეები გამოსაძიებლად უნდა გადაეცა პროკურატურისთვის.

ბიბილაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქმეში არსებული ეს ერთადერთი მტკიცებულება მოსარჩელემ თავად ცალმხრივად შექმნა.

„სარჩელის ყველა ბრალდება ერთი და იგივე ფორმულირებით მთავრდება: „აღნიშნული გარემოება დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით“. ანუ, სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო — ეს არის მთელი ჩვენი პროცესი. თვითონ შექმნეს და მე რასაც ახლა ვამბობ, მე რომ გუშინ ვთქვი, იმას დაეყრდენითო“, — თქვა ბიბილაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი სარჩელით ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნო

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საზოგადოებას რომ ესმოდეს, ერთი მტკიცებულებაა, ერთი — დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ქართული დოქტრინის მიხედვით, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შემოწმება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლიანი ანალიზის გარეშე. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის აუცილებელია სათანადო არგუმენტაცია წარმოდგენილი იყოს უშუალოდ სარჩელში, ხოლო ბმული ინფორმაციის შემცველი ობიექტი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი მტკიცებისგან თავისუფალ, მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილ და საკონსტიტუციო სასამართლოს აქტით დადგენილ ფაქტებს ცნობს და არა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ვითომცდა დადგენილ ფაქტებს“
ზაზა ბიბილაშვილი
„არცერთ შემთხვევაში არ არის დასახელებული სისხლის სამართლის განაჩენი, რომლითაც ვინმე იმ დანაშაულებში, რომლის გამოც უნდა აიკრძალოს აქ წარმოდგენილიყო პოლიტიკური პარტიები, არ არის მოხმობილი. არსებითად, ეს დასკვნა სხვა არაფერია, თუ არა ერთ დოკუმენტად აკინძული ასავალ-დასავალი ბეჭდური. ეს რაღაც ბელეტრისტიკაა, ასეთს წელიწადში სამს ან ათს გამოვცემ, თუ მომინდა. არანაირი ღირებულება არ გააჩნია დასკვნას, სადაც ფსიქოლოგიური წიაღსვლები, კომისიის თავმჯდომარის მიერ დამთავრებული მოწმის წინადადებები, პოლიტიკური შეფასებები და ასე შემდეგ“
ზაზა ბიბილაშვილი
„სარჩელის ყველა ბრალდება ერთი და იგივე ფორმულირებით მთავრდება: „აღნიშნული გარემოება დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით“. ანუ, სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო — ეს არის მთელი ჩვენი პროცესი. თვითონ შექმნეს და მე რასაც ახლა ვამბობ, მე რომ გუშინ ვთქვი, იმას დაეყრდენითო“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა - საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვაზე პირველი სხდომა ჩატარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები