ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

მაკა ბოჭორიშვილმა „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობაზე, „შუა დერეფნის“ განვითარების აუცილებლობასა და ბულგარეთთან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.

მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ველისლავა პეტროვა-ჩამოვასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბულგარეთში, „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში, განხილულ იქნა რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის გაძლიერება, "შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივები და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში და შავი ზღვის, როგორც რეგიონებს შორის დამაკავშირებელი სივრცის, მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა "შუა დერეფნის", როგორც კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტის, განვითარების აუცილებლობაზე.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და ბულგარეთს შორის დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობაზე და აღნიშნა შავი ზღვის პორტების, საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა. ამასთან, ხაზი გაესვა პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს "შუა დერეფნის" პოტენციალის სრულად ათვისებასა და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების განვითარებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში სტაბილური და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებს. მინისტრმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და ქვეყნის სტაბილურობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 11
  1. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთში ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
  2. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებს
  3. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი "სოფიას ეკონომიკურ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას
  4. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
  5. POSTVსამთავრობოსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
  6. იმედინიუსისამთავრობოვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიის ეკონომიკურ ფორუმზე და მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. „ქრონიკა“ ბულგარეთიდან
  7. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
  8. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
  9. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
  10. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
  11. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები